საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ექსპერტებმა კანონშემოქმედებით პროცესში გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხები განიხილეს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 19 დეკემბერი 2017

2017 წლის 18 და 19 დეკემბერს თბილისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა გამჭვირვალე და მონაწილეობითი საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის პრაქტიკული გზების შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 56-ზე მეტმა მონაწილემ საქართველოს პარლამენტიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.


ეს იყო რიგით მეორე თემატური ღონისძიება, რომელიც 2015 წელს OSCE/ODIHR-ის მიერ საქართველოს საკანონმდებლო პროცესის შეფასებას ეფუძნება. შეფასება, რომელიც საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ჩატარდა, ითვალისწინებდა საქართველოში კანონშემოქმედებითი პროცესის რეგულირებისა და პრაქტიკის სიღრმისეულ ანალიზს და მისი გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებას, მათ შორის საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებით.


„საქართველოს პარლამენტის მზადაა მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად, რაც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაშიც და ჩვენს საქმიანობაშიცაა ასახული. ამ შეხვედრამ პრაქტიკული წვლილი უნდა შეიტანოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში პარლამენტის რეგლამენტის თანახმად. ჩვენ ვქმნით ღია სივრცეს და კარგ გარემოს მოქალაქეთა მეტი ჩართულობისათვის საკანონმდებლო პროცესში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.


შეხვედრაზე გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს ODIHR-ის ექსპერტებმა სანდრა პერნარმა (ხორვატია), მელანი სალიმ (ავსტრია) და ლია ჰანმა (ესტონეთი). მათ ისაუბრეს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისების კარგი პრაქტიკაზე, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.


„საჯარო კონსულტაციები და მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმები აუცილებელია კანონმდებლობის ეფექტურობისა და ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ODIHR-ის იურიდიულმა ოფიცერმა იური მარჩენკომ. „ჩვენი სამუშაო შეხვედრა პარლამეტისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებების დეტალური შესწავლის შესაძლებლობაა, რომელთა გამოყენებითაც მას შეუძლია საკანონმდებლო პროცესი გახადოს უფრო ღია და მონაწილეობითი."


შეხვედრის დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას, რომელიც ხელს შეუწყობს პარლამენტის მუშაობაში საზოგადოების მონაწილეობას. ცვლილებები მომზადდა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი, UNDP და IDFI.


„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას მიაღწიოს გამჭვირვალობას, ღიაობას და მოქალაქეთა ჩართულობას მმართველობისა და კანონშემოქმედების პროცესებში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა 2018 წელს ღია მმართველობის გლობალური პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობს და ამ სფეროში სამაგალითო შედეგებს უნდა მიაღწიოს“, - განაცხადა სოფი ჰუეტ გერიშმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა.


საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი 2011 წელს გახდა. 2015 წელს, საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას შეუერთდა და მიიღო ქვეყნის პირველი საკანონმდებლო ღიაობის სამოქმედო გეგმა. 2016 წლის მაისში, საქართველო (საფრანგეთთან ერთად) OGP-ის მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე, ხოლო 2017 წლის სექტემბერში ერთი წლის ვადით OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

 

ღონისძიების ამსახველი ფოტოები იხილეთ აქ

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023