უსაფრთხოება დღეს!

სიახლეები | ტრენინგები 3 მაისი 2016

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კომპანია SECURE იწყებენ ტრენინგების სერიას „უსაფრთხოება დღეს.“ ტრენინგის მიზანია ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, ინფორმაციული უსაფრთხოების კულტურის ამაღლება და შესაბამისი ზომების პროაქტიულად გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელი ნორმატივი გახდა დღევანდელ რეალობაში.

 

ტრენინგების სერია ჩატარდება 3 ეტაპად: არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის; მას-მედიის წარმომადგენლებისთვის; სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

 

სამივე ჯგუფის თემატიკა წარმოდგენილი იქნება მათი პროფესიული საქმიანობიდან და აქტუალური თემატიკიდან გამომდინარე.

 

5 და 6 მაისს „მულტიმედიის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩატარდება პროექტის პირველი ნაწილი. ტრენინგზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნებათ გაეცნონ შემდეგ თემებს: უსაფრთხოების საკითხების ზოგადი მიმოხილვა, ინტერნეტ უსაფრთხოება, პერსონალური მონაცემები და მათი დაცვა, სოციალური ინჟინერია, ანონიმურობა, კონფიდენციალურობა, ინფორმაციის მოგროვება და თვალთვალი. 

 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ არაუგვიანეს 2016 წლის 3 მაისისა. ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

დამატებითი ინფორმციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართებზე: info@idfi.ge ან info@secure.ge

 

 

 

დღის წესრიგი /public/upload/Tamar/agenda.pdf

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023