ფარული მიყურადების რეგულირება საქართველოში (იანვარი-აგვისტო, 2017)

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | ანგარიში 14 სექტემბერი 2017

ავტორები: თამარ იაკობიძეთეონა ტურაშვილი და გიორგი ბერაია

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო (14 აპრილი, 2016) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. გადაწყვეტილების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესის კონტროლს.


საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა 2017 წლის 31 მარტი, როგორც ბოლო ვადა იმისთვის, რომ შეცვლილიყო კანონი და მომზადებულიყო ახალი სისტემისთვის საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ბაზა. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 22 მარტს მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ახლებურად მოაწესრიგა ფარული ელექტრონული თვალთვალის განმახორციელებელი ტექნიკური ინფრასტრუქტურის ორგანიზება. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, მიყურადების ფუნქციებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც შედის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მმართველობის სფეროში.


ახალი საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკის საგანი გახდა, როგორც კამპანია „ეს შენ გეხებაში“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე სახალხო დამცველის, საქართველოს პრეზიდენტის, სატელეკომუნიკაციო კომპანიებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან. პრეზიდენტმა ახალ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, და დაძლია იგი. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ახალი სამართლებრივი რეგულაციები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა 300-მდე მოქალაქემ (კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში), საქართველოს სახალხო დამცველმა, და პოლიტიკურმა პარტიებმა: „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“. წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროისთვის, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იხილავს. განმწესრიგებელმა სხდომამ უნდა გადაწყვიტოს საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი.

 

მიმდინარე პროცესების შეჯამება

 

- 2016 წელს პირველად გახდა ხელმისაწვდომი სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილული შუამდგომლობები სასამართლოებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით.

 

- 2017 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილული შუამდგომლობების დაკმაყოფილების 96%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. წინა წლებში მთელი წლის მანძილზე მოთხოვნათა დაკმაყოფილების წილი 82-86%-ს შორის მერყეობდა.

 

- ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ შუამდგომლობების სამ მეოთხედს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. 2016 წელს მან ასეთი შუამდგომლობების 75% განიხილა, ხოლო 2017 წლის პირველ ორ კვარტალში - 74%.

 

- 2016 წლის და 2017 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, განხილული შუამდგომლობების უმეტესობა (41-46%) მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლზე - თაღლითობა ( სსკ მუხლი 180), გამოძალვა (სსკ მუხლი 181) და ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338).

 

- წინა წელთან შედარებით, 2016 წელს, სასამართლოებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შესული შუამდგომლობების (სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება, ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა კომპიუტერული სისტემიდან და სხვ.) რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი - 77%-დან 92%-მდე.

 

- 2016 წელს სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობები მთლიანი ფარული მოქმედებების მხოლოდ 9,7%-ს შეადგენდა.

 

- 2016 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ზედამხედველობა ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გავრცელდა მთლიანი ფარული საგამოძიებო მოქმედებების მხოლოდ 9,7%-ზე.

 

- 2017 წლის 3 ივლისს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში ბრალდებული კუდ-ისა და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

 

- საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 14 აპრილს ფარული მოსმენების არსებული წესის არაკონსტიტუციურად ცნობის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც თვალთვალის ფუნქციებს განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც შედის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში.

 

- შეიცვალა ფარული მიყურადების განხორციელების კონტროლის სისტემა - კერძოდ, გაუქმდა ორეტაპიანი ელექტრონული (ე.წ. ორგასაღებიანი) სისტემა, რომლის საშუალებითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა გაეცა ფარული მიყურადების დაწყების ნებართვა. სანაცვლოდ, მიყურადების კონტროლს დაემატა ინსპექტორის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება, და უზენაესი სასამართლოს მიერ სტრატეგიული მონიტორინგის განხორციელების შესახებ ბრძანების გაცემის უფლებამოსილება. გარდა ამისა, გაჩნდა ე.წ. ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი. ზედამხედველი მოსამართლე განისაზღვრება უზენაესისასამართლოსთავმჯდომარისმიერ; იგი გასცემსოპერატიულ-ტექნიკურიდა ელექტრონულითვალთვალისღონისძიებებისგანხორციელებისშესახებბრძანებას. ზედამხედველ მოსამართლეს ასევე გააჩნია კონტროლის ფუნქციები.   

 

- მიღებული კანონის მიხედვით,ახლადშექმნილი სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა:

 

- სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება;

 

- კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება;

 

- ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება;

 

- ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვება და გაცემა;

 

- სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელება;

 

- კონსპირაციის მიზნით მოამზადოს და გამოიყენოს დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია სააგენტოს მოსამსახურის ვინაობა, სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, ქონება;

 

- შეამოწმოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა კანონით გათვალისწინებული საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით და ა.შ.

 

- ახალი საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკის საგანი გახდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია „ეს შენ გეხებას“, ისე სახალხო დამცველის, საქართველოს პრეზიდენტის, სატელეკომუნიკაციო კომპანიებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

 

- ახალი საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ შემდეგი კრიტიკა ისმოდა:

 

- პრეზიდენტმა ახალ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, და დაძლია იგი.

 

- ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა 300-მა მოქალაქემ (კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში),  საქართველოს სახალხო დამცველმა და პოლიტიკურმა პარტიებმა: „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“.

 

- სარჩელს ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

 

- კანონპროექტით არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ახლადშექმნილი სააგენტოკვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში და ამავე დროს  ინარჩუნებს საგამოძიებო/ოპერატიული სამსახურის ბუნებას;

 

- სააგენტო არაა საკმარისი დამოუკიდებლობის გარანტიებით აღჭურვილი;

 

- ფარული მოსმენების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა იზრდება;

 

- სააგენტოს კონტროლის მექანიზმები ფორმალური და სუსტია;

 

- სააგენტოს უფლება ეძლევა ჩაერიოს კერძო კომპანიების საქმიანობაში;

 

- კერძო სექტორის წარმომადგენლების მტკიცებით, კანონპროექტი მათთან კონსულტაციის გარეშე მომზადდა. მცირე და საშუალო ბიზნესის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები განსაკუთრებით დისკრიმინაციულია მათ მიმართ, რადგან ცვლილებების შესრულება მცირე ოპერატორების შესაძლებლობებს აღემატება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023