პროექტები

2018-2022 წლებში, ორგანიზაცია NGOsource შეამოწმა IDFI-ის ფინანსური და ორგანიზაციული გამართულობა და შედეგად IDFI-ს აშშ-ის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ეკვივალენტობის სერტიფიკატი მიანიჭა. შედეგად, IDFI შევიდა სპეციალურ სიაში, საიდანაც აშშ-ის გრანტის გამცემ ორგანიზაციებს შეუძლიათ გაეცნონ IDFI-ის ფინანსურ და ორგანიზაციულ გამართულობას და დამატებითი შემოწმების გარეშე გამარტივებული და სწრაფი პროცედურით გადასცეს ორგანიზაციას გრანტი.

პროექტი დონორი პერიოდი თანხა ხელშეკრულება
ისტორიის სწავლება ომის პირობებში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი 2023 € 1,500

პროექტის სახელწოდება: ისტორიის სწავლება ომის პირობებში

დონორი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (Civil Society Forum e.V.)

საერთო ბიუჯეტი: 1,500.00 ევრო

პროექტის ნომერი: №CM106_GE_2

ხანგრძლივობა: 28.11.2023 - 31.12.2023

 

 

პროექტის მიზანი: IDFI ვალდებულია პასუხისმგებელი იქნება პროგრამის Confronting Memories-ის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს ინგლისურიდან ქართულად თარგმნის კოორდინაციაზე.

 

IDFI-ის მოვალეობებია:

 

ა) სახელმძღვანელოს (დაახლოებით 17,000 სიტყვა) თარგმნისა და კორექტირების კოორდინაცია ინგლისურიდან ქართულად სერვისის მომწოდებლებთან.

ბ) სერვისის მომწოდებლებთან (მთარგმნელი, კორექტორი და დიზაინერი) კოორდინირებული მუშაობა სახელმძღვანელოს სრულყოფის და გამოქვეყნების მიზნით.

გ) სახელმძღვანელოს დაკაბადონება დიზაინერის შაბლონის მიხედვით.

 

 

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანი: IDFI ვალდებულია პასუხისმგებელი იქნება პროგრამის Confronting Memories-ის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს ინგლისურიდან ქართულად თარგმნის კოორდინაციაზე.

იხილეთ მეტი →
ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა NATO Public Diplomacy Programmes/Division 2023 € 7,000

 

პროექტის სახელწოდება: ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა 

დონორი: NATO Public Diplomacy Programmes/Division

პროექტის ნომერი: 221026c

პროექტის ხანგრძლივობა: 2023 წლის ივნისი - 2023 წლის დეკემბერი

ბიუჯეტი: 7000 ევრო

 

 

 

პროექტის შეჯამება: საქართველოში მცხოვრები სომხური და აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციის მიმართ ყველაზე დაუცველები არიან, განსაკუთრებით კი ნატო-ს საკითხთან მიმართებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ენობრივი ბარიერით, რადგან ისინი, ძირითადად, სარგებლობენ რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციით და არა ქართულით ან ევროპულით. პროექტი მიზნად ისახავს, აღნიშნული ბარიერების წინააღმდეგ ბრძოლას სემინარების, სოციალური მედიის კამპანიებისა და ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, რათა ნატოს შესახებ სწორი ინფორმაცია გავრცელდეს, როგორც ამ პროექტის ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. IDFI მიზანია, აღნიშნული ინფორმაცია ეთნიკურად სომეხ (ძირითადად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან) და  აზერბაიჯანელ (ძირითადად ქვემო ქართლიდან) მოსახლეობას პირადად და ვიდეოების საშუალებით გააცნოს.

ძირითადი შედეგები: 3 ტრენინგი, 3 სემინარი, 2 ვიდეო.

 

პროექტის მიზნები:

 

 - საქართველოს სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემებში ნატოს საწინააღმდეგო განწყობისა და ცოდნის ნაკლებობის აღმოფხვრა;

 

- საზოგადოების მხრიდან  მიტოვებულობის განცდის წინააღმდეგ ბრძოლა და იმ სარგებლის გაცნობა, რომელსაც საქართველო იღებს ნატოსგან;

 

- ეთნიკური უმცირესობების თემების მდგრადობის ხელშეწყობა დეზინფორმაციის მიმართ, ნატოს და მისი მისიის შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში.

 

აქტივობები:

 

1. ვიდეოების შექმნა, რომელიც გააბათილებს ნატოს შესახებ დეზინფორმაციას და აამაღლებს ცნობიერებას ნატოს როლისა და მისიის შესახებ საქართველოში, რომელიც გავრცელდება ადგილობრივი და სოციალური მედიის საშუალებით;

 

2. ტრენინგები, ადგილობრივი თემებისთვის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სკოლებში, ამერიკულ კუთხეებსა და სამოქალაქო ცენტრებში, რომელიც მოიცავს დეზინფორმაციას, მისინფორმაციას, პროპაგანდასა და მასთან დაპირისპირების გზებს;

 

-  ეტაპი 1. ტრენერების მომზადება აღნიშნულ თემებში.

 

- ეტაპი 2. ადგილობრივი მოსახლეობის ტრენინგი, რომელიც შედგება 3 ტრენინგ სესიისგან თითოეულ რეგიონში, მშობლიურ ენებზე.

 

3. ვორქშოფების ჩატარება ექსპერტებისა და ლექტორების მიერ, რომლებიც განიხილავენ დეზინფორმაციის შემთხვევებს და მასთან დაპირისპირების მეთოდებს.

 

შემდგომი აქტივობები პროექტების მდგრადობის უზრუნველსაყოფად -

 

- 1. შექმნილი ვიდეოები შეიძლება მუდმივად იქნას გამოყენებული მომავალში; 2. მონაწილეებთან კონტაქტის შენარჩუნება; 3. მონაწილეთა ჩართულობა სხვადასხვა პროგრამებში/ სტაჟირებებში IDFI-ისა და საქართველოს უნივერსიტეტის საერთო სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

 

- პროგრამების წარმატების შეფასების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ფორმები - მიწოდებული სესიების რაოდენობა, დასწრების დონე, ვიდეო და სოციალური მედიის შინაარსის გავრცელება და გამოხმაურება.

 

 

ბიუჯეტი და აქტივობები

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საქართველოს სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემებში ნატოს საწინააღმდეგო განწყობისა და ცოდნის ნაკლებობის აღმოფხვრა;

იხილეთ მეტი →
სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესაძლებლობების გაძლიერება ინფორმაციის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების სფეროში ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩეხეთის ტრანსფორმაციული თანამშრომლობის პროგრამა 2023 CZK 399,993

                              

 

პროექტის სახელწოდება: სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესაძლებლობების გაძლიერება ინფორმაციის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების სფეროში

დონორი:  ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის ტრანზიციის პროგრამა

პროექტი ნომერი:  20-23GE01                                                     

პროექტის ხანგრძლივობა: აპრილი, 2023 – ოქტომბერი, 2023

გრანტის ოდენობა: 399 993 ჩეხური კრონა

 

პროექტის აღწერა:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე გამოყენების, სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების ხელშეწყობის მიზნით, არსებული ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკიდან დოკუმენტირებული იქნებაინფორმაციის, სიტყვისა და მედიის თავისუფლებებთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები. ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, გაიმართება სამუშაო შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ იურისტებთან და მედიის წარმომადგენლებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ხსენებულ თავისუფლებებთან დაკავშირებული საქმეების განხილვაში. ჩატარდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ასევე საჭიროების შემთხვევაში ECJ-ს) პრაქტიკის კვლევა იმ სამართლებრივი სტანდარტების შესწავლის მიზნით, რომელთა გამოყენება და გავრცელება საქართველოს სპეციფიკურ სამართლებრივ გამოწვევებზე იქნება შესაძლებელი. მომზადდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართლის ციფრული სახელმძღვანელო ინფორმაციის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების ფარგლებში მოქცეული სხვა უფლებების შესახებ და უზრუნველყოფილი იქნება მასზე თავისუფალი წვდომა.

 

პროექტის მიზანი:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების ხელშეწყობა ეროვნულ იურისდიქციაში, სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტების გაუმჯობესება.

 

პროექტის აქტივობები:

 

1. პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით;

 

2. სამუშაო შეხვედრების ჩატარება შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან;

 

3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან დაკავშირებით მინიმუმ სამი სამართლებრივი ბლოგის/სტატიის მომზადება და გამოქვეყნება;

 

4. პროექტთან დაკავშირებით სამი ვიზუალური მასალის (ინფოგრაფიკის) მომზადება და გამოქვეყნება;

 

5. საქართველოს საერთო ან საკონსტიტუციო სასამართლოში მაღალი სამართლებრივი მნიშვნელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) წარდგენა;

 

6. ციფრული სახელმძღვანელოს მომზადება;

 

7. ფინალური პრეზენტაციის ჩატარება;

 

8. ციფრული სახელმძღვანელოს გამოქვეყნება და გაგზავნა მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადმინისტრაციული ორგანოებისა და  სასამართლოსთვის.

 

 

ბიუჯეტი:

 

  

პროექტის აქტივობები:

ხელშეკრულება 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების ხელშეწყობა ეროვნულ იურისდიქციაში, სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტების გაუმჯობესება.

იხილეთ მეტი →
ინფორმაციის სანდოობის კოალიციის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ინფორმაციის სანდოობის კოალიცია (GIIP) / USAID 2023 $ 10,000

 

 

პროექტის სახელწოდება: ინფორმაციის სანდოობის კოალიციის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე
დონორი ორგანიზაცია: საქართველოს ინფორმაციის სანდოობის კოალიცია (GIIP) / USAID 
ბიუჯეტი: 10,000 აშშ დოლარი
ხანგრძლივობა: 2023 წლის 1 მაისი – 2023 წლის 31 ოქტომბერი

 

ამოცანები და პასუხისმგებლობა:

 

-       შესაბამისი გამოცდილების მქონე პერსონალის პროექტში ჩართულობა სამუშაოს დროის მინიმუმ 50% დატვირთვით;

 

-       კოალიციის სამეთვალყურეო კომიტეტის მუშაობის კოორდინაცია ექვსი თვის განმავლობაში;

 

-       კოალიციის რეგულარული შეხვედრების ორგანიზება საქმიანობის კოორდინაციის, გადაუჭრელ საკითხებზე შეთანხმების მიღწევისა და წევრებს შორის დავალებების განაწილებისთვის. კოალიციის შეხვედრების ჩანაწერების წარმოება, წევრებს შორის გავრცელება და განხორციელება დადგენილ ვადებში;

 

-       კოალიციის განცხადებების შემუშავების ხელშეწყობა (მათ შორის, განცხადებების პროექტების პერიოდულად შემუშავება), კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ ამ განცხადებების დამტკიცება და მიღება;

 

-       კოალიციის ერთობლივი ადვოკატირების ინიციატივების ზედამხედველობა ადვოკატირების კუთხით: მიზნების იდენტიფიცირების, სტრატეგიისა და გეგმის შექმნით და ამ ამოცანების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში დახმარების აღმოჩენა;

 

-       კოალიციის ყოველწლიური კონფერენციის თანაორგანიზება;

 

-       კოალიციის მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში ჩართულობა.

 

 

შედეგები:

 

-       კოალიციის ექვსთვიანი სამუშაო გეგმა;

 

-      კოალიციის მუშაობის ორი თვის ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს მმართველი კომიტეტისა და კოალიციის ძირითად საქმიანობის შეჯამებას;

 

-       როტაციული თავმჯდომარეობის დროს ორგანიზებული ღონისძიებებისა და შეხვედრების ჩანაწერები;

 

-       თავმჯდომარეობის 6 თვის პერიოდის საბოლოო ანგარიში.

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება
ინფორმაციის სანდოობის კოალიციიის (GIIP) ეფექტური მართვის უზრუნველყოფა 6 თვის ვადით.
იხილეთ მეტი →
საპარლამენტო პროექტი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2023 USD 4500

პროექტის სახელწოდება:  საპარლამენტო პროექტი

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

ბიუჯეტი: 4500.00 აშშ დოლარი (ოთხი ათას ხუთასი აშშ დოლარი და 00 ცენტი)

ხანგრძლივობა: 24 აპრილი - 30 ივნისი, 2023 წელი

 

პროექტის მიზანი:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი გაუწევს მომსახურებას გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და ხელს შეუწყობს აჭარის უმაღლეს საბჭოს, 2021-2024  წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში, ეფექტიანი ზედამხედველობის გაძლიერებასა და ღია მმმართველობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში.

 

პროექტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები:

 

1. ღია მმართველობის საბჭოსა და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ღია მმართველობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ფარგლებში მიღებული მოსაზრებებისა და ინფორმაციების დამუშავებაში, თემატური მოკვლევის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადებაში კონსულტაციის გაწევა და დახმარება.

 

2. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისათვის საზედამხედველო მექანიზმების შესახებ გზამკვლევის შემუშავებისას კონსულტაციის გაწევა და უკუკავშირის მიწოდება გზამკვლევის სრულყოფისათვის.

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

IDFI ხელს შეუწყობს აჭარის უმაღლეს საბჭოს, 2021-2024  წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში, ეფექტიანი ზედამხედველობის გაძლიერებასა და ღია მმმართველობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში.

იხილეთ მეტი →
დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში ადგილობრივ დონეზე UNDP საქართველო 2023 GEL 209,512

 

პროექტის სახელწოდება: დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში ადგილობრივ დონეზე

დონორი: UNDP საქართველო

ბიუჯეტი: 209,512 ლარი

ხანგრძლივობა: 2023 წლის 24 თებერვალი - 2023 წლის 30 ნოემბერი

 

გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განვითარებასა და გაუმჯობესებას, და ასევე მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონიტორინგის, რეპორტინგის, შესაძლებლობების განვითარების, ადვოკატირებისა და თანამშრომლობითი საქმიანობის მეშვეობით.

 

ამ მიზნით, გრანტის კონკრეტული მიზანია 2023 წლისთვის, უკვე მეოთხედ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის საფუძველზე მუნიციპალიტეტების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება და შედეგების გაცნობა შესაბამის ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან.

 

გრანტის ფარგლებში IDFI მიაღწევს გარკვეულ შედეგებს და განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

 

შედეგი 1: ადგილობრივ დონეზე გაუმჯობესებულია გამჭვირვალობის სისტემები ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდით და მუნიციპალიტეტების შეფასებით;

 

აქტივობა 1.1. მომავალი შესაძლებლობების განვითარების, მონიტორინგისა და კვლევის ძალისხმევის ინსტიტუციური და მეთოდოლოგიური შექმნის უზრუნველყოფა - მეთოდოლოგიის გადახედვა, მონიტორინგის ყველა დოკუმენტის მომზადება, ვებგვერდის განახლება და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია.

 

აქტივობა1.2. ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის/პარტნიორებისთვის/ექსპერტებისთვის ტრენინგის ჩატარება და შეფასების დაწყება;

 

აქტივობა 1.3. მუნიციპალიტეტების შეფასება – პირველადი შეფასება და გადახედვის პროცესი;

 

აქტივობა 1.4. პირველადი შეფასების მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაცია და შედეგების დადასტურება

 

 

შედეგი 2: ადვოკატირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სამთავრობო დაწესებულებებსა და დონორ ორგანიზაციებს შორის

 

აქტივობა 2.1: მონიტორინგის ანგარიშის, ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

 

აქტივობა 2.2. თანამშრომლობისა და ადვოკატირების პლატფორმის უზრუნველყოფა.

ხელშეკრულება 

 

საგრანტო ხელშეკრულება

გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განვითარებას. 

იხილეთ მეტი →
სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა მონიტორინგის, ადვოკატირებისა და სამართალწარმოების გზით USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა 2023-2024 $ 24,850

     

პროექტის სახელწოდება: სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა მონიტორინგის, ადვოკატირებისა და სამართალწარმოების გზით

დონორი: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა

პროექტი ნომერი: G-2126-23-211-3047-20

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თებერვალი, 2023 - 1 აპრილი, 2024

გრანტის ოდენობა: $ 24,850.00

 

პროექტის აღწერა

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობას მონიტორინგის, ადვოკატირებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით. პროექტის აქტივობები ფოკუსირდება საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების იმპლემენტაციაზე,განხორციელდება მისი აღსრულების მონიტორინგი,  ჩატარდება სამუშაო შეხვედრები პარლამენტის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, მომზადდება ანალიტიკური ანგარიში, ადვოკატირება გაეწევა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს. ასევე, პროექტის გუნდი დაიწყებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოქვეყნების მოთხოვნით.

 

პროექტის მიზანი

 

პროექტის მთავარი მიზანი სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა

 

პროექტის ამოცანები

 

- 2019 წლის 7 ივნისის საკონსტიტუციოსასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მონიტორინგი;

 

- სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება/ადვოკატირება;

 

- სასამართლო აქტების ხელმისაწვდომoბის შესახებ ანგარიშის მომზადება, კანონმდებლობსა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება;

 

- სასამართლო აქტების გამოქვეყნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანა.

 

 

აქტივობები

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მთავარი მიზანი სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

იხილეთ მეტი →
ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში - II ეტაპი საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა (IMS) 2023 € 30,887

პროექტის სახელწოდება: ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში - II ეტაპი
დონორი ორგანიზაცია: საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა (IMS)
სრული ბიუჯეტი: 30,887 ევრო
ხანგრძლივობა: I თებერვალი - 30 სექტემბერი, 2023 წელი

 

პროექტისა და აქტივობების მოკლე აღწერა:

 

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში საქართველომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვებები აჩვენებს, რომ ქვეყნის მაჩვენებლები ბენეფიციარი მესაკუთრეობის შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობაში დაბალია. ფართოდაა აღიარებული, რომ კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის კომპანიებისა და მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობის მონიტორინგისთვის, ასევე, პოტენციური კორუფციული შემთხვევების გამოსავლენად. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია საჯარო დაწესებულებებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების სტანდარტების შემუშავება და შეთავაზება.

 

მეორე მხრივ, IDFI გეგმავს გააფართოვოს ხელისუფლების გასაკონტროლებლად მონაცემების გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტივობები საქართველოს რეგიონებში, სადაც აქტივისტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები მოკლებულნი არიან ინფორმაციას და გამოცდილებას, თუ რა მეთოდები და საშუალებები არსებობს მთავრობის საქმიანობის მონიტორინგისთვის.

 

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ღია მონაცემების სტანდარტების (განსაკუთრებით, ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების სტანდარტების) ადვოკატირებას, დაინტერესებული მხარეებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და კომუნიკაციის გზით. გარდა ამისა, საზოგადოების მხრიდან მონაცემების გამოყენების გასაზრდელად, ჩატარდება ცნობიერების ამაღლების აქტივობები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა აქტორებისთვის.

 

პროექტის ფარგლებში IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

აქტივობა I. მოსამზადებელი ეტაპი - პროექტის პირველ ეტაპზე IDFI დაგეგმავს/შეიმუშავებს ყველა ორგანიზაციულ თუ მეთოდოლოგიურ დოკუმენტს/საკითხს, რომელიც პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დროულად და ხარისხიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.

 

აქტივობა 2. ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების სტანდარტების შემუშავება - საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და ამ მიმართულების რამდენიმე განვითარებული ქვეყნის გამოცდილების (მაგ.: დიდი ბრიტანეთი, დანია, და ა.შ.) საფუძველზე, IDFI მოამზადებს პოლიტიკურ/ანალიტიკურ დოკუმენტს ბენეფიციარი მესაკუთრეების სტანდარტების (გაკეთდება აქცენტი ღია მონაცემების (BOD) სტანდარტზე) შესახებ საქართველოსთვის.

 

აქტივობა 3. ბენეფიციარ მესაკუთრეთა მონაცემების გამჭვირვალობის სტანდარტების ადვოკატორებისთვის სამუშაო შეხვედრა - IDFI ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო დაწესებულებების, მედია ორგანიზაციების, აკადემიის, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით საქართველოში ბენეფიციარი მესაკუთრეების სტანდარტების შემუშავებისა და მიღების პერსპექტივებზე. IDFI წარმოადგენს პროექტის ფარგლებში შექმნილ ანალიტიკურ დოკუმენტს.

 

აქტივობა 4. რეგიონებში ტრენინგების მომზადება და ჩატარება - სამი ერთდღიანი პრაქტიკული ტრენინგები ჩატარდება ჟურნალისტების, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საქმიანობენ თბილისის გარეთ, სამ დიდ ქალაქში.

 

აქტივობა 5. DataLab.Ge-ზე მონაცემთა ბაზების გამოქვეყნება და განახლება - მოქალაქეებისთვის მეტი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, IDFI გამოაქვეყნებს და განაახლებს მეტ მონაცემთა ბაზას საკუთარ პორტალზე - DataLab.Ge.

 

აქტივობა 6. კონკურსი ღია მონაცემებზე - ღია მონაცემების გამოყენების წახალისების მიზნით, რომელიც მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლებისა და საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული, IDFI გამართავს ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს - #Data4Change.

 

პროექტის აქტივობები და ბიუჯეტი

ხელშკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ღია მონაცემების სტანდარტების (განსაკუთრებით, ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების სტანდარტების) ადვოკატირებას, დაინტერესებული მხარეებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და კომუნიკაციის გზით.

იხილეთ მეტი →
გენდერული თანასწორობა გურიის მდგრადი განვითარებისთვის Dekabristen e.V. 2022 € 730

 

პროექტის სახელწოდება: გენდერული თანასწორობა გურიის მდგრადი განვითარებისთვის

დონორიDekabristen e.V.

ბიუჯეტი: 730 ევრო

პროექტისხანგრძლივობა: 2022 წლის 8 სექტემბერი - 2022 წლის 26 სექტემბერი

 

პროექტის მიზნები:

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე შექმნილი მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს (ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო) წევრთა შესაძლებლობების განვითარება და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) კონტექსტში მათთან თანამშრომლობის დამყარება. პროექტი ითვალისწინებს გურიის სამ თვითმმართველ ერთეულთან - ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას.

 

შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართული აქტივობა/ტრენინგი მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის - გენდერული თანასწორობის ირგვლივ არსებული ეროვნული ინდიკატორების ასახვას მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ შემუშავებულ წლიურ სამოქმედო გეგმებსა და გენდერული თანასწორობის გრძელვადიან სტრატეგიებში. მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საბჭოს წევრთა ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს ცვლილებების განხორციელებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ქალთა საშინაო შრომის, ქალების საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის, ასევე, გლობალური ინიციატივების ირგვლივ ხილვადობის გაზრდას.

 

ტრენინგის მეთოდოლოგია აგრეთვე იმ ადგილობრივ და ინოვაციურ აქტივობებზე გააკეთებს აქცენტს, რომლებიც შესაძლოა მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტში ეფექტურ ცვლილებებს დაედოს საფუძვლად. პროექტის ფარგლებში IDFI-ის გუნდი თითოეულ სამიზნე მუნიციპალიტეტში გამოავლენს მდგრადი განვითარების მიზნების ელჩს/საკონტაქტო პირს, რომელიც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გზით მზადყოფნას გამოთქვამს წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, ამასთან მოახდენს გლობალურ პროცესში საბჭოს სხვა წევრების ჩართულობის წახალისებას.

 

 

ხელშეკრულება

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე შექმნილი მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს (ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო) წევრთა შესაძლებლობების განვითარება და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) კონტექსტში მათთან თანამშრომლობის დამყარება.

იხილეთ მეტი →
ციფრული უფლებები საქართველოში - 2023 ინტერნიუსი (Internews) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 2022-2023 USD 19,839

 

 

პროექტის სახელწოდება: ციფრული უფლებები საქართველოში - 2023
პროექტი N: 7200AA20CA00021
დონორი ორგანიზაცია: ინტერნიუსი (Internews) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
ბიუჯეტი:  19,839 დოლარი
ხანგრძლივობა: ნოემბერი, 29, 2022 - მაისი 28, 2023

 

 

პროექტის მოკლე აღწერა:

 

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების გაზრდას/ხელშეწყობას.

 

ამ მიზნით, პროეტის ფარგლებში IDFI შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:

 

აქტივობა 1 - ციფრულ უფლებებთან დაკავშირებით პოლიტიკის ნარკვევის გამოქვეყნება და გავრცელება - IDFI მოამზადებს პოლიტიკის ნარკვევს ციფრული გამოწვევების, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებისა და საჭიროებების შესახებ ციფრული უფლებების საკითხებზე (მათ შორის თვალთვალის, დაშიფვრის ან ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში).

 

აქტივობა 2 - კამპანია ან/და ადვოკატირება ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან ბოლო ორ წელში განხორციელებული აქტივობების შესახებ - ციფრული გამოწვევების, ახალი გარემოებებისა და რეკომენდაციების შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე, მეტ დაინტერესებულ ადამიანთან კომუნიკაციის დასამყარებლად, IDFI მოამზადებს 3 ვიდეოს ციფრული უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხზე. კერძოდ, ვიდეოს საკითხის/ტექსტის შერჩევის დროს გამოვიყენებთ შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტებსა და რეკომენდაციებს, ასევე, ტრენინგის მასალებს.

 

ვიდეოების გარდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ჩვენს რეკომენდაციებს, და გავაჟღერებთ, თუ რა დაბრკოლებებს შევხვდით ბოლო წელს. ამისთვის IDFI გამართავს პრეზენტაციას ან სამუშაო შეხვედრას ყველა დაინტერესებულ მხარესთან (მაგ.: საჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და ტექ-საზოგადოების წარმომადგენლებთან), რათა განვიხილოთ ახალი ციფრული საფრთხეები, საქართველოში ციფრული უფლებების დასაცავად ჩვენი რეკომენდაციები და მომდევნო წლებისთვის გასატარებელი ღონისძიებები.

 

აქტივობა 3 - ციფრული უფლებების შესახებ ერთი ტრენინგის დაგეგმვა და ჩატარება - ციფრულ უსაფრთხოებაზე მომზადებული მასალების, ასევე ვიდეოებისა და პოლიტიკის ნარკვევების საფუძველზე, IDFI ჩაატარებს ტრენინგს ციფრული უფლებების საკითხებზე სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტებისთვის.

 

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების გაზრდას/ხელშეწყობას.

 

იხილეთ მეტი →
საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში ევროკავშირი (EU); გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2022 $ 4650

  

პროექტის სახელწოდება: ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“

დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი (EU); გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

ბიუჯეტი: 4650 აშშ დოლარი 

ხანგრძლივობა: 14 ნოემბერი - 25 დეკემბერი, 2022 წელი

 

პროექტის მიზანი:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი გაუწევს მომსახურებას გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და ხელს შეუწყობს აჭარის უმაღლეს საბჭოს, 2022-2024 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების განხორციელებაში.

 

პროექტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები:

 

1. თემატური მოკვლევის პილოტირება ღია მმართველობის საკითხებზე:

 

1.1.აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ტრენინგის ჩატარება თემატური მოკვლევის სრულ პროცესზე.

 

1.2.აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება თემატური მოკვლევის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტების შედგენისას.

 

2. საერთაშორისო კონფერენციის კონცეფციის შემუშავებისას კონსულტაციის გაწევა და სამუშაო შეხვედრის გამართვა აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებთან.

 

3. აჭარის უმაღლესი საბჭოს საზედახმედველო მექანიზმებზე გზამკვლევის შემუშავების პროცესში კონსულტაციის გაწევა და სამუშაო შეხვედრის გამართვა უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებთან.

 

ბიუჯეტი

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ხელს შეუწყობს აჭარის უმაღლეს საბჭოს, 2022-2024 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების განხორციელებაში.

იხილეთ მეტი →
ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ანალიზი - მესამე ეტაპი Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID 2022-2023 GEL 57,250

 

პროექტის სახელწოდება: ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ანალიზი - მესამე ეტაპი

დონორი ორგანიზაცია:  Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID 

ბიუჯეტი: 57,250 ლარი

ხანგრძლივობა: 2022 წლის 26 ოქტომბერი – 2023 წლის 5 მაისი

 

პროექტის მესამე ეტაპზე IDFI აპირებს შეისწავლოს და გამოაქვეყნოს ახალი ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული საქართველოში მოქმედი კომპანიების მუშაობა, რესურსები და კავშირები შემდეგ სექტორებში:წყლის რესურსები, ტურიზმი, მშენებლობა და დიდი ინვესტიციები სხვა სექტორებიდან, რომლებიც არ იყო ჩამოთვლილი პროექტის წინა ეტაპებზე.  

 

გარდა ამისა, ამ ეტაპზე 11 სექტორის სამივე ეტაპის დასკვნები გაერთიანდება და გამოქვეყნდება როგორც ერთი მთლიანი კვლევა. ამგვარად, პროექტის შედეგად წარმოდგენილი იქნება ერთი ვრცელი ანგარიში რუსული კაპიტალის შესახებ საქართველოს ძირითად ბიზნეს სექტორებში.

 

 ბიზნესი ხშირად უკავშირდება სოციალურ-პოლიტიკურ აქტორებს და გავლენას ახდენს საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია სექტორებისა და რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ ბიზნეს კომპანიებს შორის კავშირების გამოძიება . ეს მოგვცემს დაფინანსების წყაროების შესახებ მკაფიო სურათს იმ მავნე პოლიტიკური, მედიის და სამოქალაქო აქტორების უკან, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას ქვეყანაში. Ამისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, მონიტორინგს გაუწევს შემოწირულობებს, ლობირების შემთხვევებს და სხვა სახის კავშირებს კომპანიებსა და საზოგადოებრივ აქტორებს შორის, რათა მოხდეს რუსული კაპიტალის და პოლიტიკური ორგანიზაციების ქსელის შესწავლა. სამ ეტაპად დაყოფილი პროექტის შედეგად, IDFI გეგმავს შექმნას საქართველოში რუსეთის კაპიტალის რუკა, რომელიც შემდგომ ინტეგრირებული იქნება ქართული დეზინფორმაციის ეკოსისტემის რუქაზე.

 

 

პროექტის მიზნები:

 

- ქართული ბიზნესის ხსენებულ სექტორებში რუსული კაპიტალის გამოძიება და მისი პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო სექტორებზე გავლენების ასახვა;  

 

- რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ კომპანიებსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ, სამოქალაქო და მედიის წარმომადგენლებს შორის კავშირების გამოძიება და შესწავლა;

 

-უკრაინაში აგრესიული შეჭრის შემგომ სანქცირებული კომპანიების, რომლებიც ამ სექტორებს წარმოადგენენ, ქართულ ბაზარზე აქტივობის შესწავლა; 

 

- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და რუსული დეზინფორმაციის საკითხებზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ასევე მედიასაშუალებებისათვის ეფექტური მეთოდოლოგიისა და გადამოწმებული ინფორმაციის წყაროს შექმნა; 

 

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

 

- პროექტის მესამე ეტაპზე, ინფორმაციის შეგროვება საჯარო სააგენტოებიდან, ინტერნეტიდან და სხვა ღია წყაროებიდან შემდეგი ოთხი დარგობრივი მიმართულებით:

 

- 2015 წლის ანგარიშში შესწავლილი კომპანიების შესახებ ინფორმაციის განახლება.

 

- ანალიტიკური შუალედური ანგარიშის მომზადება.

 

- დასკვნითი გაერთიანებული კვლევითი დოკუმენტის შემუშავება.

 

 

აქტივობები და ბიუჯეტი

 

ხელშეკრულება

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ქართული ბიზნესის ხსენებულ სექტორებში რუსული კაპიტალის გამოძიება და მისი პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო სექტორებზე გავლენების ასახვა. ასევე უკრაინაში აგრესიული შეჭრის შემგომ სანქცირებული კომპანიების, რომლებიც ამ სექტორებს წარმოადგენენ, ქართულ ბაზარზე აქტივობის შესწავლა.

იხილეთ მეტი →
მონაცემების გლობალურ ბარომეტრში მოსახლეობის მონაცემების ანალიზი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი 2022 USD 9,990

პროექტის სახელწოდება: მოკლევადიანი კონტრაქტი მონაცემების გლობალურ ბარომეტრში მოსახლეობის მონაცემების ანალიზი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შესახებ
პროექტი:
UNFPA/EECARO/PSC/2022/004
დონორი ორგანიზაცია: გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი
ბიუჯეტი:  9,990 დოლარი
ხანგრძლივობა: ნოემბერი 1, 2022 - დეკემბერი 31, 2022

 

პროექტის მოკლე აღწერა:

 

პროექტის ფარგლებში, IDFI გაანალიზებს GDB-ის შედეგებს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ჯანდაცვისა და Covid-19 მოდულის მიხედვით, რომელიც მოიცავს ქვეყნის შეფასებებს მოსახლეობის/დემოგრაფიული მნიშვნელოვანი მონაცემების შესახებ. კერძოდ, მოდული მოიცავს შემდეგ ქვე-მოდულებს/კატეგორიებს:

 

 - მნიშვნელოვანი სტატისტიკა (ძირითადი ინდიკატორი);

 

 - ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობის მონაცემები (მეორადი წყარო);

 

 - ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობის მონაცემები რეალურ დროში (ძირითადი ინდიკატორი);

 

 - COVID-19 სტატისტიკა, რომელიც მოიცავს ვაქცინაციის მონაცემებს (ძირითადი ინდიკატორი); ტესტირების მონაცემებს (მეორადი წყარო); ინფექცირებისა და სიკვდილიანობის მონაცემებს (მეორადი წყარო).

 

ანალიზის საფუძველზე, IDFI მოამზადებს ყოვლისმომცველ ანგარიშს, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს/თავებს:

 

 - მთავარი ტენდენციები და მიგნებები რეგიონში მოსახლეობისა და ჯანდაცვის მონაცემების შესახებ;

 

 - ქვეყნებიდან კარგი პრაქტიკების მიმოხილვა მოსახლეობისა და ჯანდაცვის მონაცემების შესახებ;

 

 - მთავარი გამოწვევები და საჭიროებები მოსახლეობისა და ჯანდაცვის მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით;

 

 - რეკომენდაციები მოსახლეობისა და ჯანდაცვის მონაცემების ხელმისაწვდომობის/განკარგვის კუთხით;

 

 - ქვეყნების პროფილები დანართის სახით - ქვეყნების შედეგები ცალკეულ ინდიკატორებში, რომლებიც აჩვენებს ქვეყნების მთავარ ძლიერ მხარეებს და საჭიროებებს მოსახლეობისა და ჯანდაცვის მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით.

 

პროექტის ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში, IDFI გაანალიზებს GDB-ის შედეგებს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ჯანდაცვისა და Covid-19 მოდულის მიხედვით, რომელიც მოიცავს ქვეყნის შეფასებებს მოსახლეობის/დემოგრაფიული მნიშვნელოვანი მონაცემების შესახებ.

იხილეთ მეტი →
ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი 2022 € 4500

 

 

პროექტის სახელწოდება: ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვები

დონორიომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი / Institute for war and peace reporting (IWPR)

ბიუჯეტი: 4500 ევრო

პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი 20, 2022 – დეკემბერი 20, 2022

 

რუსეთი აქტიურად იყენებს თავის ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო ბერკეტებს და მიმართავს საინფორმაციო ომსა და პროპაგანდას ჩვენი ქვეყნის საკუთარ ორბიტაზე დასაბრუნებლად. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის შიგნით პრორუსული, ანტიდასავლური ძალების არსებობა რუსული ნარატივის შედეგია. გრძელვადიანი საბჭოთა პროპაგანდის გამო, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კვლავ არსებობს ნოსტალგია ერთიანი საბჭოთა კავშირის მიმართ, ასევე შიში ევროპული ღირებულებების, ცხოვრების წესის და ზოგადად, საზოგადოებისადმი.

 

საქართველოში USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის მიერ ჩატარებული ეროვნული წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საბჭოთა ნოსტალგია დღესაც აქტუალურია. საბჭოთა ნოსტალგია ყველაზე ძლიერია ხანდაზმულებში, სოფლის მოსახლეობასა და ეთნიკური უმცირესობების სეგმენტებში.

 

მცირე კვლევის ძირითადი აქცენტი იქნება 1970-იანი წლების ქართულ პრესაში შექმნილი ანტიდასავლური ნარატივის ანალიზი. განსაკუთრებით განხილული იქნება ანტიდასავლური დისკურსის აგების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები ყველაზე მნიშვნელოვან ყოველდღიურ გაზეთში - „კომუნისტი“. რადგან ეს იყო გაზეთი, რომელიც ყოველდღიურ საინფორმაციო ომს აწარმოებდა დასავლეთის წინააღმდეგ.

 

შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში გაზეთის ნომრები ხუთწლიანი პერიოდიდან (1970 წლიდან 1974 წლის ბოლომდე) შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა და გაანალიზდება ნარატივისა და დისკურსის ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებით. კერძოდ, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროცესი ფოკუსირებული იქნება ნარატივებზე, რომლებიც მოიცავს მითითებებს დასავლურ მაგალითებზე, საერთაშორისო ახალი ამბების გაშუქებასა და შედარებებს, რომლებიც გამოიყენება მედიაში სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების გაშუქებაში. გარდა ამისა, კვლევაში ჩართული იქნება მასალები, როგორიცაა პლაკატები, კარიკატურები და სხვა სახის ვიზუალიზაცია. ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვების გაგება სასარგებლო იქნება თანამედროვე დეზინფორმაციის ინსტრუმენტების ისტორიული აქტუალობის დემონსტრირებისთვის, რომლებსაც ძირითადად რუსული ან პრორუსული წყაროები იყენებენ.

  

პროექტის მიზნები: 

 

-       ანტიდასავლური პროპაგანდის ისტორიული განვითარების უკეთ გაგება, რომელსაც აძლიერებს რუსეთში განთავსებული რეჟიმი;

-       სტუდენტების  (მომავალი ჟურნალისტები და სოციალური მეცნიერებების ექსპერტები) ტრენინგები თანამედროვე აქტუალური საკითხის კრიტიკულად მიდგომასა და ღრმა ფესვების გამოკვლევაში;

-       ანტიდასავლური პროპაგანდის გრძელვადიანი ხასიათისა და მისი ისტორიული წყაროების გაცნობიერების გაზრდა;

-       გადამზადებული სტუდენტების მიერ  საარქივო მასალის მოძიება და გამოყენება მედია მიზნებისთვის.

  

აქტივობები: 

 

-       სტუდენტები შეირჩევიან პროექტის სტაჟიორებად და მკვლევარ ასისტენტებად;

-       სტუდენტები გაივლიან ტრენინგს ნარატივისა და დისკურსის ანალიზში, ასევე ისტორიული წყაროების ანალიზში. სტუდენტებს ასევე ჩაუტარდებათ ტრენინგი ისტორიული პირველწყაროების მნიშვნელობაზე მედიაში;

-       საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით შეირჩევა და შეგროვდება გაზეთ „კომუნისტის“ ნომრები;

-       სისტემატურად იქნება გამოყენებული ანალიტიკური ინსტრუმენტები, როგორიცაა დისკურსისა და ნარატიული ანალიზი.

 

 

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია: ანტიდასავლური პროპაგანდის ისტორიული განვითარების უკეთ გაგება, რომელსაც აძლიერებს რუსეთში განთავსებული რეჟიმი; 

იხილეთ მეტი →
სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 3 Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID 2022-2023 GEL 61, 900

 

პროექტის სახელწოდება: სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 3

პროექტის მხარდამჭერები: Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID 

ბიუჯეტი: 61, 900 ლარი

ხანგრძლივობა: 08.09.2022 -  15.01.2023

 

 

დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით. ზემოაღნიშნული გამოწვევის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტალინისა და საბჭოთა პერიოდის მიმართ გაღრმავებული ნოსტალგიის დეესკალაციას და ხელი შევუშალოთ ამ შეხედულებების მომავალი თაობებისთვის, ყოველგვარი კრიტიკული მიდგომის გარეშე, გადაცემას. 

 

გორის იდენტობა, რომელიც ასე არის გადაჯაჭვული სტალინის ფიგურასთან მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას წარმოიდგინონ თავიანთი რეგიონის განსხვავებული პოზიციონირება ან ტურისტული პოტენციალის განვითარების ალტერნატიული საშუალება. პროექტის მიდგომა არის არა მხოლოდ იდეის მიწოდება ადგილობრივ მოსახლეობამდე, არამედ, მათი, როგორც პროექტის მთავარი აუდიტორიის, ამ განახლებული ნარატივის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩართვა.

 

პროექტის მიზანია ალტერნატიული ვიზუალური პლატფორმის შექმნა. პროექტი გამოააშკარავებს ჯერჯერობით უცნობ პიროვნებებს, ლოკაციებს, გამარჯვებისა და ტრავმის მეხსიერების ადგილებს და მნიშვნელოვან მომენტებს ქალაქის ისტორიიდან. მასალების შექმნასა და პოპულარიზაციაში ადგილობრივი ახალგაზრდები და მოწყვლადი ჯგუფები (მაგ. დევნილები) ჩაერთვებიან და ინფორმირებულნი იქნებიან პროექტის შემუშავების შესახებ, რაც მათი ქალაქის ისტორიულ იდენტობას მათთვის აქტუალურს გახდის.

 

პროექტის მესამე საფეხურის განვითარება სამი განსხვავებული მიმართულებით იგეგმება: პირველი, საარქივო გამოკვლევებისა და ადგილობრივების გამოკითხვის საფუძველზე მეტი მოკლე ისტორია შეიქმნება და ციფრულ რუკაზე მოინიშნება მეტი ცნობილი თუ ნაკლებად ჩნობილი ისტოირული ლოკაციები; მეორე ასპექტი ვებ-განვითარებაა - სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ვებ-საიტი www.gorimaps.ge შეიძენს ახალ დიზაინს, გაფართოვდება და განვითარდება. მესამე ასპექტი მემორიალური დაფების განთავსებაა ქალაქში. რუკაზე მონიშნულ ადგილებზე, სპეციალურად დამზადებული დაფები დაიდგმება, რომლებზეც QR კოდი იქნება განთავსებული, ისინი კი მომხმარებელს გადაიყვანს ვებ-საიტზე, სადაც მას შეეძლება მეტი ინფორმაცია გაიგოს ამ ადგილის შესახებ. შემაჯამებელ დაფაზე გამოსახული იქნება ციფრული რუკა.

 

 პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი წვლილს შეიტანს ქალაქის მონახულების ალტერნატიული გზის შექმნაში. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს თაობათაშორის დიალოგს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვას თავიანთი ქალაქის, მისი უნიკალური ისტორიისა და ალტერნატიული იდენტობის განხილვაში. “იდენტობის რუკა“ და შესაბამისი საინფორმაციო ბანერები ქალაქის გარშემო და ვირტუალურ სივრცეში იქნება საწყისი წერტილი დიალოგის დასაწყებად.

 

პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ ახალი იდენტობის რუკასა და ნარატივებს გრძელვადიანი ეფექტი ექნებათ იმ ისტორიებზე, რომლებიც გორს შეეხება, ასევე თუკი ახლადმონიშნული ლოკაციები ქალაქის ალტერნატიული ისტორიის განხილვის დასაწყისს შექმნიან. 



Პროექტის მიზნები

 

- გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების გაზრდასა და   სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანა;

 

-ახალი იდენტობის რუკა და ნარატივები ზეგავლენას ახდენენ ისტორიებზე, რომლებიც მოთხრობილია რეგიონის შესახებ. ქალაქის  სხვდასხვა ლოკაცია გახდება  ქალაქის ალტერნატიულ ისტორიაზე დიალოგის ამოსავალი წერტილი

 

- ახალი ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული  “იდენტობის რუკის“ შექმნა, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს;

 

- ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ქალაქის იდენტობის შესახებ დისკუსიაში; 

 

- აქამდე უცნობი ადამიანების, ტრავმისა და ტრიუმფის მეხსიერების ადგილებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტების აღნიშვნა და ხაზგასმა; 

 

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

 

- ისტორიულ და სოციოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული მოკლე ისტორიების შექმნა. 

 

- ვიდეოებისა და ინფოგრაფიკების დამზადება

 

- შიდა ქართლში მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა პროექტის შედეგების განხილვის მიზნით. 

 

- www.gorimaps.ge საიტის დეველოფმენთი 

 

- ადგილობივ წარმომადგენლებთან და მკვლევრებთან ერთად ქალაქში რელევანტური ლოკაციების იდენტიფიცირება

 

- დაფების (და QR კოდების) დამონტაჟება ქალაქში

 

- პროექტის წარდგენა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან და სთეიქჰოლდერებთან

 

- ტურიზმის სააგენტოებთან და გიდებთან კომუნიკაცია და პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის მიწოდება

 

- ფიზიკური რუკის შექმნა და დამზადება, რომელზეც ასახული იქნება ციფრული რუკაზე მონიშნული ლოკაციები. 

 

 

ხელშეკრულება

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ალტერნატიული ვიზუალური პლატფორმის შექმნა. პროექტი გამოააშკარავებს ჯერჯერობით უცნობ პიროვნებებს, ლოკაციებს, გამარჯვებისა და ტრავმის მეხსიერების ადგილებს და მნიშვნელოვან მომენტებს ქალაქის ისტორიიდან.

იხილეთ მეტი →
სოლიდარობის ბრენდინგი - შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - მეორე ეტაპი Georgian Information Integrity Program (GIIP) / USAID 2022 GEL 45,300

 

 

პროექტის სახელწოდება: სოლიდარობის ბრენდინგი - შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - მეორე ეტაპი

დონორი ორგანიზაცია: Georgian Information Integrity Program (GIIP) / USAID

გრანტის ნომერი: GIIP-SK-IDFI-002-1

ბიუჯეტი: 45,300.00 ლარი

ხანგრძლივობა: 15.07.2022 - 30.09.2022

 

მეწარმეები საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროდუქტების გაყიდვისას სხვადასხვა გამოწვევას აწყდებიან: ბუნებრივი მიზეზები, ბაზრების მოძიებასთან, შენახვასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები. შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვრთან მდებარე სოფლების მოსახლეობას, გარდა ამ პრობლემებისა, დე-ფაქტო რეჟიმის პოლიციისა თუ სამხედრო ძალების მხრიდან უკანონო ბორდერიზაციისა და გატაცების მუდმივი შიში აქვთ. ასევე, ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ ქართული საზოგადოების მხრიდან, რადგან რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მათი მცდელობები, ხშირად არასათანადოდაა მხარდაჭერილი და აღიარებული. ზოგიერთი კი, საერთოდ მიიჩნევს, რომ უმჯობესია თავიდან აიცილონ რუსეთის წინააღმდეგობა - იმის შიშით, რომ ნებისმიერმა ქმედებამ, რომელიც ანტირუსულადაა აღქმული, შეიძლება შემდგომ უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთთან პარტნიორობა საუკეთესო ან ერთადერთი გზაა არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან თავის დასაღწევად. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ახალისებს კრემლის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ცდილობს გააძლიეროს დამარცხების განცდა და წარმოაჩინოს რუსეთი, როგორც ერთადერთი მხსნელი.

 

პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერის შედეგად, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა მეტად მდგრადი გახადოს რუსული მტრული გავლენის მიმართ. ამისათვის პროექტი მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს ახალი ბრენდის იდენტობა, რომელიც გამოხატავს ფიზიკურ და ემოციურ სოლიდარობას ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ხელს შეუწყობს ტერიტორიის გასწვრივ შექმნილ წარმოებულ პროდუქციას. ბრენდი მოიცავს:

 

1) სოლიდარობის ბრენდის შექმნას, რომელიც გამოყენებული იქნება ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე და მოუწოდებს ქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს - მხარი დაუჭირონ ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას.

 

2) ხარისხის უზრუნველყოფის გზითა და ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად არსებული მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ბრენდი ხელს შეუწყობს ბაზარზე წვდომის გაზრდას: დაეხმარება მოსახლეობას დაეუფლონ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) სერტიფიკატს (GeoGap სტანდარტი), რათა გაზარდონ მათი კონკურენტული უპირატესობა და ახალ ბაზარზე შესვლის პოტენციალი.

 

პროექტის მიზნები:

 

- შიდა ქართლის რეგიონში, ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მეწარმეები დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისგან იღებენ მხარდაჭერას.

 

- „სოლიდარობის ბრენდი“ ბენეფიციარებს ეხმარება გაყიდვების ზრდაში.

 

- კონკურენტული უპირატესობისა და ახალ ბაზრებზე გასვლის პოტენციალის გაზრდა ადმინისტრაციული ზონის მახლობლად მცხოვრები ფერმერებისთვის.

 

- რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება

 

მეორე ეტაპზე დაგეგმილი აქტივობები:

 

- შეხვედრები ბენეფიციარებთან, ბრენდინგის უპირატესობების შესახებ.

 

- ურთიერთობის/ პიარ კამპანიის საშუალებებისა და ელემენტების განსაზღვრა.

 

- ბრენდისა და ვიზუალური იდენტობის შექმნა - მისი გაცნობა ბენეფიციარებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

 

- ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გვერდით მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობისთვის, მიგნებებისა და ვიდეოების/ვიზუალური ისტორიების საფუძველზე 1 შუალედური სტატიის/ბლოგის შექმნა. 

 

- შეხვედრები და კონსულტაციები დისტრიბუტორებთან და ბაზრის ქსელებთან.

 

- საქართველოს ფერმერთა ასოციაციების GeoGap სტანდარტის დანერგვის დასრულება 8 ბენეფიციარისთვის.

 

 ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერის შედეგად, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა მეტად მდგრადი გახადოს რუსული მტრული გავლენის მიმართ.

იხილეთ მეტი →
რელოკაცია/ინდივიდუალური მხარდაჭერის გრანტი Institut für Auslandsbeziehungen (ifa) 2022 € 12,956

 

პროექტის დასახელება: რელოკაცია/ინდივიდუალური მხარდაჭერის გრანტი

დონორი ორგანიზაცია:  Institut für Auslandsbeziehungen (ifa)

ბიუჯეტი: 12,956 ევრო

პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი 1, 2022 – დეკემბერი 31, 2022

 

პროექტის მოკლე აღწერა

 

IDFI ადამინის უფლებათა დამცველ(ებ)ს გაუწევს ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ მხარდაჭერას საქართველოში მოღვაწეობასა და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციაში. 

 

ამ თვალსაზრისით, ადამაიანის უფლებათა დამცველ(ებ)ს მიეწოდება(თ) ინფორმაცია საქართველოში არასამთავრობო მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებზე, მიეცემა(თ) ადგილობრივ ექსპერტებთან კავშირების დამყარების საშუალება, და ექნება(თ) აუცილებელი მხარდაჭერა პიროვნულ დონეზე მედეგობის შესანარჩუნებლად. 

 

პროექტის ბიუჯეტი

ხელშეკრულება

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

IDFI ადამინის უფლებათა დამცველ(ებ)ს გაუწევს ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ მხარდაჭერას საქართველოში მოღვაწეობასა და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციაში. 

იხილეთ მეტი →
2030 დღის წესრიგის ინსტიტუციური ინტეგრაცია ბელარუსსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) GmbH 2022 GEL 24,273

 

კონტრაქტის დანიშნულება: SDG ლოკალიზაციის სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და გამართვა ქართველ და ბელარუს პარტნიორებთან
პროექტი2030 დღის წესრიგის ინსტიტუციური ინტეგრაცია ბელარუსსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში
დონორი:  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) GmbH
ბიუჯეტი: 24,273 GEL
ხანგრძლივობა: 24 ივნისი – 8 ივლისი, 2022 წელი

 

მომსახურების ხელშეკრულება ითვალისწინებდა საქართველოში ბელარუსი და გერმანელი ექსპერტების სასწავლო ვიზიტის ორგანიზებას მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზების შესახებ.

 

სერვისი შემდეგი სახის დავალებებს მოიცავდა:

 

1. სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და განხორციელება - სამუშაო შეხვედრის მეთოდოლოგიის გაწერა; პრეზენტაციები თემაზე: 2030 დღის წესრიგის ლოკალიზაციის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა; სამუშაო შეხვედრის გამართვა, მოდერაცია და მისი მთავარი შედეგების დოკუმენტირება;

 

2. საველე გასვლის ორგანიზება და განხორციელება - ვიზიტის ფარგლებში იმ საკითხების იდენტიფიცირება და კოორდინირება, რომლებიც სამუშაო შეხვედრის საერთო მიზნების მიღწევას უწყობს ხელს; მოსანახულებელი ადგილის შესახებდაინტერესებული მხარეების ინფორმირება; საველე გასვლის ტექნიკური კონცეფცია; საველე გასვლის შედეგების დოკუმენტირება;

 

3. სამუშაო შეხვედრისა და საველე გასვლის ლოგისტიკური უზრუნველყოფა - ქეითერინგის ორგანიზება როგორც სამუშაო შეხვედრის, ისე საველე გასვლის დროს; ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა; საველე გასვლის პირობებში ტრანსპორტის საკითხის მოწესრიგება; მონაწილეებისთვის (განსაკუთრებით უცხოელი მონაწილეებისთვის) საკონტაქტო პირის გამოყოფა; სამუშაო შეხვედრისა და საველე გასვლის დროს გაწეული ხარჯების დაფარვა.

 

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

მომსახურების ხელშეკრულება ითვალისწინებდა საქართველოში ბელარუსი და გერმანელი ექსპერტების სასწავლო ვიზიტის ორგანიზებას მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზების შესახებ.

იხილეთ მეტი →
ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა (IMS) 2022 € 22.619

  

 

როექტის სახელწოდება: ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა (IMS)
სრული ბიუჯეტი: 22.619 ევრო
ხანგრძლივობა: I ივნისი - 30 ნოემბერი, 2022 წელი

 

პროექტისა და აქტივობების მოკლე აღწერა:

 

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში საქართველომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვებები აჩვენებს, რომ ქვეყანას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღია მონაცემთა სტანდარტების დანერგვის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება ესაჭიროება.

 

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების რეგულირების გაუმჯობესების ადვოკატირებას, მრავალმხრივი დიალოგისა და ქართველი საჯარო მოხელეებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. გარდა ამისა, ამ საკითხზე საზოგადოების მეტი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, IDFI ხელს შეუწყობს ღია მონაცემების გამოყენებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

 

პროექტის ფარგლებში IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

I ეტაპი. მოსამზადებელი ეტაპი - პროექტის პირველ ეტაპზე IDFI დაგეგმავს/შეიმუშავებს ყველა ორგანიზაციულ თუ მეთოდოლოგიურ დოკუმენტს/საკითხს, რომელიც პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დროულად და ხარისხიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.

 

II ეტაპი. შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლების ადვოკატირებისთვის - საკითხის ადვოკატირების მიზნით, IDFI გამართავს შეხვედრას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო დაწესებულებების, ჟურნალისტების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნება არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების საჭიროების განხილვას.

 

III ეტაპი. ანალიზის მომზადება და გავრცელება - საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით ძირითადი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული ხარვეზების/საჭიროებების წარმოჩენის მიზნით, IDFI მოამზადებს ორ დოკუმენტს. ანალიზი საერთაშორისო რეიტინგებსა და ანგარიშებს დაეყრდნობა. კერძოდ, განსაკუთრებული აქცენტი 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ მონაცემთა გლობალური ბარომეტრის შედეგებზე გაკეთდება.

 

IV ეტაპი. სამუშაო შეხვედრების ორგანიზება - ჩვენ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში არსებული საკითხების უკეთ ადვოკატირების, ასევესაჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით, IDFI მოაწყობს ორ სამუშაო შეხვედრას. სამუშაო შეხვედრებზე საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ძირითადი საჭიროებები და კონკრეტული ხარვეზები იქნება წარმოდგენილი.

 

V ეტაპი. ღია მონაცემების კონკურსი - ღია მონაცემების გამოყენების წახალისების მიზნით, რომელიც მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლებისა და საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული, IDFI გამართავს ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს - #Data4Change.

 

პტოექტის აქტივობები და ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების რეგულირების გაუმჯობესების ადვოკატირებას, მრავალმხრივი დიალოგისა და ქართველი საჯარო მოხელეებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

იხილეთ მეტი →
სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 2 Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID 2022 GEL 47,310

 

პროექტის სახელწოდება: სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 2

დონორი ორგანიზაცია: Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID

ბიუჯეტი: 47,310 ლარი

ხანგრძლივობა: 02.05.2022 -  26.07.2022

 

დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით. ზემოაღნიშნული გამოწვევის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტალინისა და საბჭოთა პერიოდის მიმართ გაღრმავებული ნოსტალგიის დეესკალაციას და ხელი შევუშალოთ ამ შეხედულებების მომავალი თაობებისთვის, ყოველგვარი კრიტიკული მიდგომის გარეშე, გადაცემას.

 

გორის იდენტობა, რომელიც ასე არის გადაჯაჭვული სტალინის ფიგურასთან მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას წარმოიდგინონ თავიანთი რეგიონის განსხვავებული პოზიციონირება ან ტურისტული პოტენციალის განვითარების ალტერნატიული საშუალება. პროექტის მიდგომა არის არა მხოლოდ იდეის მიწოდება ადგილობრივ მოსახლეობამდე, არამედ, მათი, როგორც პროექტის მთავარი აუდიტორიის, ამ განახლებული ნარატივის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩართვა.

 

შედეგად, შეიქმნება ალტერნატიული ვიზუალური პლატფორმა. პროექტი გამოააშკარავებს ჯერჯერობით უცნობ პიროვნებებს, ლოკაციებს, გამარჯვებისა და ტრავმის მეხსიერების ადგილებს და მნიშვნელოვან მომენტებს ქალაქის ისტორიიდან. მასალების შექმნასა და პოპულარიზაციაში ადგილობრივი ახალგაზრდები და მოწყვლადი ჯგუფები (მაგ. დევნილები) ჩაერთვებიან და ინფორმირებულნი იქნებიან პროექტის შემუშავების შესახებ, რაც მათი ქალაქის ისტორიულ იდენტობას მათთვის აქტუალურს გახდის.

 

პროექტის მეორე ეტაპზე, შეიქმნება მოკლე ისტორიები კვლევაზე დაფუძნებული მასალის გამოყენებით. გარდა ამისა, ვიზუალური მასალები ჩართული იქნება მოკლე ინფოგრაფიკულ ვიდეოებში, რომელიც დაფუძნებულია ისტორიებსა და საარქივო კვლევებზე. პროექტის მეორე ეტაპი უზრუნველყოფს მასალებს, რომლებიც შემდეგ დაიბეჭდება და განთავსდება ქალაქის ირგვლივ, მონიშნული იქნება QR კოდებით. ონლაინ და ფიზიკური სივრცეები მიზნად, ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს შორის, ქალაქის/რეგიონის ალტერნატიული და ზოგჯერ მივიწყებული ისტორიის პოპულარიზაციას ისახავს.

 

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს თაობათაშორის დიალოგს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვას თავიანთი ქალაქის, მისი უნიკალური ისტორიისა და ალტერნატიული იდენტობის განხილვაში. “იდენტობის რუკა“ და შესაბამისი საინფორმაციო ბანერები ქალაქის გარშემო და ვირტუალურ სივრცეში იქნება საწყისი წერტილი დიალოგის დასაწყებად.

 

პროექტის პროდუქტი იქნება მდგრადი, რადგან ფიზიკური რუკა გავრცელდება საჯაროდ და ასევე იქნება ციფრული რუკაც. პროდუქტი (ფიზიკური სახით ქალაქის მასშტაბით და ონლაინ ფორმატში) ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება ტურისტული ჯგუფებისთვის, ადგილობრივი მასწავლებლებისთვის და საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისთვის.

 

როექტის მიზნები

 

- გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების გაზრდასა და  სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანა;

 

- ახალი იდენტობის რუკა და ნარატივები ზეგავლენას ახდენენ ისტორიებზე, რომლებიც მოთხრობილია რეგიონის შესახებ. ქალაქის  სხვდასხვა ლოკაცია გახდება  ქალაქის ალტერნატიულ ისტორიაზე დიალოგის ამოსავალი წერტილი

 

- ახალი ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული  “იდენტობის რუკის“ შექმნა, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს;

 

- ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ქალაქის იდენტობის შესახებ დისკუსიაში;

 

- აქამდე უცნობი ადამიანების, ტრავმისა და ტრიუმფის მეხსიერების ადგილებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტების აღნიშვნა და ხაზგასმა;

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

 

- შიდა ქართლისა და მისი მცხოვრებთა ისტორიის, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და ადგილების კვლევა;

 

- ისტორიულ და სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით მოთხრობების შედგენა;

 

- ადგილობრივი რესპონდენტების ჩაწერა და მათზე დაყრდნობით მოკლე ვიდეოების და ინფოგრაფიკის შექმნა

 

- ადგილობრივ საზოგადოებასთან შეხვედრების/დისკუსიების გამართვა გამოვლენილი ისტორიების/ადგილების შესახებ;

 

- ონლაინ  პლატფორმის  შექმნა;

 

- ქალაქში შესაბამისი ლოკაციების იდენტიფიცირება;

 

 

ხელშეკრულება

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების გაზრდა; სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანა; ახალი ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული  “იდენტობის რუკის“ შექმნა.

იხილეთ მეტი →
პირველი წინა 1 2 3 4 5 6 8 ბოლო