ორთაჭალის ციხის არქივების გადარჩენა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 28 მაისი 2017

ქალაქ თბილისის ყოფილი №1 საპყრობილეში (ძველი ორთაჭალის ციხე) ინახებოდა უნიკალური არქივი, სადაც დაცული იყო საბჭოთა პერიოდში ციხეში მოხვედრილ პატიმართა საქმეები, ციხის თანამშრომელთა პირადი საქმეები, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვანი მასალა XX საუკუნის ისტორიის შესახებ. 2008 წელს სასწრაფოდ განხორციელებული ციხის დემონტაჟის შემდგომ, არქივის ბედი გაურკვეველი იყო.

 

IDFI ორთაჭალის ციხის არქივის ბედით ჯერ კიდევ 2013 წელს დაინტერესდა. ინფორმაციის გასარკვევად ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამინისტროს. იუსტიციის სამინისტროს პასუხის თანახმად, წერილი შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასჯელაღსრულების სამინისტროს, ხოლო ეროვნულმა არქივმა განაცხადა, რომ დოკუმენტაცია არ ინახებოდა მის დაქვემდებარებაში.

 

როგორც გაირკვა, 2008 წელს ორთაჭალის ციხის დანგრევის შემდგომ, ციხის არქივი, ყველანაირი წესის დაცვის გარეშე, გადაიტანეს გლდანის №8 საპყრობილის ადმინისტრაციული შენობის სარდაფში. შემდგომში, IDFI-მ თხოვნით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, დაეშვათ IDFI-ის თანამშრომლები №8 საპყრობილის ადმინისტრაციული შენობის სარდაფში, ციხის არქივის სანახავად. IDFI-ის პირველად მიეცა უფლება, ენახა სად და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ორთაჭალის ციხის არქივი. 

 

არქივის მონახულებისას IDFI-ის თანამშრომლებმა საგანგაშო მდგომარეობა დააფიქსირეს. ციხის არქივი სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. აღმოჩნდა, რომ არქივის გადატანისას, არ მომხდარა საარქივო დოკუმენტების აღწერა, აღრიცხვა და, შესაბამისად, გაფორმება. დოკუმენტები ტომრებით, ან ტომრების გარეშე იყო შეყრილი ციხის ადმინისტრაციული შენობის სარდაფში. საქმეების დიდი ნაწილი უბრალოდ ძირს ეყარა და განადგურების პირას იყო მისული. სინესტის და შესული წყლის გამო დოკუმენტების ნაწილი ისე იყო დაზიანებული, რომ მათი აღდგენა  პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. 

 

არქივის გადასარჩენად, IDFI-მ თანამშრომლობა შესთავაზა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ორგანიზაციის შუამავლობით, შედგა კომუნიკაცია საქართველოს შსს-ის არქივთან და საქართველოს ეროვნულ არქივთან, რათა მომხდარიყო მათი გამოცდილების გაზიარება დოკუმენტების შენახვა-დამუშავებისას. გაიმართა არაერთი შეხვედრა და დაიგეგმა საარქივო დოკუმენტების რეაბილიტაცია, შესაბამის შესანახ პირობებში გადატანა, არქივის განახლება და მისი კატალოგიზაცია-გაციფრულება. 

 

2016 წლის 8 სექტემბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა. ამავე დღეს, რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად, გაიხსნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არქივი.


სამინისტროს ძალისხმევით მოხდა საარქივო მასალების აღდგენა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში გადატანა. ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და კატალოგიზაცია, დაგეგმილია არქივის გაციფრულება. ამჟამად, ციხის არქივი სამინისტროს სტრუქტურის ნაწილია. ის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის. 

 

IDFI მადლობას უხდის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ციხეების არქივის რეაბილიტაციისთვის საჭირო რესურსების მოძიებისა და გაწეული სამუშაოსთვის.  

 

ფოტო ალბომი - სასჯელაღსრულების სამინისტოს არქივი რეაბილიტაციამდე და შემდეგ

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023