კვლევები

24 მაისი 2022 image

ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია

2022 წლის 23 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) საერთო პროექტის, “DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა” ფარგლებში ონლაინ ღონისძიება ჩატარდა.

23 მაისი 2022 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. IDFI-ის სისტემურმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების გამოვლენაში, საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში, საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის განვითარებაში.

13 მაისი 2022 image

მონაცემების გლობალური ბარომეტრის კვლევის შედეგები - საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების შედეგების მიმოხილვა

მონაცემების გლობალური ბარომეტრი (GDB) წარმოადგენს საერთაშორისო კვლევას, რომელიც იკვლევს საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მონაცემების მნიშვნელობასა და სარგებელს, და ეფუძნება ღია მონაცემების ბარომეტრის მეთოდოლოგიას.

18 აპრილი 2022 image

ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის შეფასება

ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა დემოკრატიის შენების პროცესში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა გაძლიერება ძირეული ცვლილების განხორციელებას მოითხოვს როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.

 

18 აპრილი 2022 image

სახელმძღვანელო ღია ადგილობრივი მმართველობისა და საჯარო სამსახურში ეთიკის წესების შესახებ

ევროპის საბჭო, 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“.  პროექტის უმთავრესი მიზანია მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე. 

 

13 აპრილი 2022 image

საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები: 2017-2021 წლების სახელმწიფო პოლიტიკა

საქართველოში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასი ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

11 აპრილი 2022 image

ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვა

მიმდინარე მიმოხილვაში მოცემულია სექტორის მაკრო მიმოხილვა; ჯანდაცვის სექტორის ძირითადი მაჩვენებლები და სხვა ქვეყნებთან შედარება; საცალო ფარმაციის სექტორის, ჰოსპიტლების და კლინიკების ფინანსური მაჩვენებლები; სახელმწიფოს ხარჯვა ჯანდაცვის სერვისებზე და აღწერილია არსებული გამოწვევები.

 

8 აპრილი 2022 image

ფინანსური დარღვევები სპორტულ ფედერაციებში და მათზე რეაგირების გაუმჭვირვალე პროცესი: რაგბის კავშირის მაგალითი

საბიუჯეტო სახსრების განკარგვის გამჭვირვალობისა და მიზნობრიობის კუთხით, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ უწყებებს სპორტული ფედერაციები წარმოადგენენ. საქართველოში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს სპორტული ფედერაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტებს. 

30 მარტი 2022 image

ოფიციალური კომუნიკაცია რძის პროდუქტების რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით

2022 წლის 6 მარტს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ, “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძისა და რძის პროდუქტების მიწოდების ნება დართო.

24 მარტი 2022 image

საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები რუსეთზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე

რუსეთის მხრიდან გამოვლენილმა აგრესიამ უკრაინის მიმართ და რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. მიმდინარე მიმოხილვაში, მოცემულია საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება მეზობელი ქვეყნის და მეგობარი ქვეყნის ეკონომიკების მიმართ.