კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

12 თებერვალი 2022 image

IDFI-იმ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარა

2022 წლის 11 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების ტრენინგი ჩატარდა.

11 თებერვალი 2022 image

მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს სახელმწიფო ინსპექტორის კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. 

26 იანვარი 2022 image

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრებული

წინამდებარე კრებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებულ 10 მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აერთიანებს. მისი მიზანია მკითხველს გააცნოს პრეცედენტული სამართალი, არსებული რეალობისა და გამოწვევების შესაბამისად განვითარებული ახალი მიდგომები.

13 იანვარი 2022 image

პრეზიდენტისადმი მოწოდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების თაობაზე

2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, წინასაახალწლო პერიოდში, რიგგარეშე სესიაზე, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გამართვის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები.

5 იანვარი 2022 image

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების შესახებ

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ, ყოველგვარი დასაბუთების თუ შესაბამისი აქტორების და თავად სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე, მიიღო არაკონსტიტუციური და ქართული დემოკრატიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილება.

29 დეკემბერი 2021 image

2021 წლის 28 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ საზოგადოება საერთაშორისო მემორიალის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

საზოგადოება “მემორიალის” ლიკვიდაციის ფორმალური საფუძველი გახდა პოკურატურის ბრალდება ორგანიზაციის მიერ “უცხოური აგენტის” სავალდებულო მარკირების დარღვევის თაობაზე, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის წინ მოხდა. ამავდროულად, პროკურატურის წარმომადგენლემა სხდომაზე საზოგადოება მემორიალი დაადანაშაულა საბჭოთა კავშირის ისტორიის “არასწორად” წარმოჩენაში და განაცხადა, რომ ის  „ქმნის სსრკ-ს, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს გაყალბებულ იმიჯს“.

28 დეკემბერი 2021 image

კოალიცია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემაშფოთებლად მიიჩნევს, პარლამენტის მიერ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების, დაჩქარებული წესით განხილვას.

26 დეკემბერი 2021 image

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით

2021 წლის 25 დეკემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტი, დაჩქარებული წესით, გეგმავს განიხილოს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას.

15 დეკემბერი 2021 image

IDFI-ის ზამთრის სკოლა - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

2021 წლის 9-14 დეკემბერს ჩატარდა IDFI-ის ზამთრის სკოლა „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.“ სკოლის მიზანი იყო სტუდენტების ცოდნის გაღრმავება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, პრობლემურ საკითხებზე დისკუსიების წახალისება, შეხედულებების ურთიერთგაცვლა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება.

 

10 დეკემბერი 2021 image

კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ზამთრის სკოლის გახსნა

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, IDFI-ის ზამთრის სკოლის „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.