ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა

17 იანვარი 2022 image

თვითმკვლელობის დინამიკა საქართველოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თანახმად, სუიციდი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.  მსოფლიოში ყოველწლიურად 700 000 ადამიანი კვდება სუიციდის შედეგად (WHO 2019).  აღსანიშნავია, რომ  სუიციდის მსხვერპლთა უმრავლესობას უკვე ჰქონდათ თვითმკვლელობის მცდელობა.

17 იანვარი 2022 image

ტრანსპორტის სექტორში სათბურის გაზების ემისიების შემცირების ღონისძიებების გავლენის შეფასება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით

2017 წელს, საქართველომ მოახდინა პარიზის შეთანხმების რატიფიცირება, რის  შედეგადაც იგი შეურთდა შეთანხმების  მონაწილე სხვა ქვეყნებს და გამოხატა მზაობა, შეიტანოს საკუთარი წვლილი გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის, წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით, მაქსიმუმ 2˚C-მდე, საუკეთესო შემთხვევაში კი - 1.5°C-მდე შეზღუდვაში. 

17 იანვარი 2022 image

განათლების უფლების დაცულობა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლების აღსაზრდელთა/მოსწავლეთა/სტუდენტთა მონაცემების სტატისტიკის ანალიზი

დღესდღეობით, განვითარებული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თავისი მოქალაქეებისთვის განათლების უფლების დაცულობის უზრუნველყოფაა. საქართველო, თავისი იდეოლოგიით ამ ქვეყნების რიგში ეწერება, მაგრამ განათლების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობა ქვეყანაში 30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც არაა გარანტირებული განათლების თითქმის ყველა საფეხურზე. 

28 დეკემბერი 2021 image

COVID-19-ით გარდაცვლილთა შეზღუდული და ურთიერთგამომრიცხავი სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ, 2021 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, ჯამურად აღრიცხულია კორონავირუსის 924,066 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 13,583 პაციენტი გარდაიცვალა. 

 

23 დეკემბერი 2021 image

ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ანალიზი

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა შეიცვალა.  შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერი აღარ გაიცემა, საშემოსავლო გადასახადი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებზე დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% ნაწილდება.

20 დეკემბერი 2021 image

ზუგდიდის და ბათუმის მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების კანონიერების შეფასება

2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, შედეგების გათვალისწინებით,  ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა საბიუჯეტო პროცესი. კერძოდ, ბათუმის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, სადაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, არჩევნების შედეგების მიხედვით, დაკარგა საკრებულოს უმრავლესობა, მიიღო გადაწყვეტილება, საკრებულოს ძველი შემადგენლობით დაემტკიცებინა მომავალი 2022 წლის ბიუჯეტი.

 

19 ნოემბერი 2021 image

პროექტის პრეზენტაცია - საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი

18 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის „საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი“ პრეზენტაცია გამართა.

2 ნოემბერი 2021 image

საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა - 2021

IDFI-იმ 2021 წელს დაიწყო საქართველოს ეკონომიკის პერიოდული მიმოხილვა. მიმდინარე მიმოხილვაში მოცემულია მთლიანი შიდა პროდუქტის, ვაჭრობის, ფულადი გზაცნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, გაცვლით კურსის, ბიუჯეტის, ვალის 2021 წლის ცხრა თვის მდგომარეობა და მოსალოდნელი პროგნოზები მომდევნო წლებში.

 

26 ოქტომბერი 2021 image

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ბიუროკრატიული ხარჯების ანალიზი

კორონავირუსის პანდემიის შედეგად საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.2%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდი კლებაა. ეკონომიკის აღდგენის ფონზე ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 9.5%-ითაა მოსალოდნელი, 2022 წელს კი 6%-ით. 

21 ოქტომბერი 2021 image

სოციალურად დაუცველთა სტატისტიკა და არჩევნები 2019-2021

კოვიდ-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა საყურადღებო ტენდენციებია, რომლებიც შემდგომ აისახება საქართველოს მოსახლეობის შემოსავლებზე.