IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა

8 სექტემბერი 2015 image

სტრატეგიული სამართალწარმოება საქმეზე IDFI vs საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქმე IDFI საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ უნდა გახდეს პრეცენდენტული საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ადმინისტრაციულ ორგანოთა გამჭვირვალობის თვალსაზრისით. სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აზუსტებს საჯარო დაწესებულებათა ვალდებულებებს კონკრეტული სახის ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით და ადგენს მაღალ სტანდარტს ინფორმაციის იმ სახით გაცემასთან დაკავშირებით, როგორც ეს საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით შეიძლება იყოს მოთხოვნილი.

6 აგვისტო 2015 image

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI შსს-ს წინააღმდეგ

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება სრულყოფილი სახით გაეცა ინფორმაცია 2013 წელს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ.

3 აგვისტო 2015 image

სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე IDFI ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ

2015 წლის 23 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი IDFI-ს წინააღმდეგ, შესაბამისად ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დაავალდებულა უწყება დეტალური სახით გაეცა IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

3 აპრილი 2015 image

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI–ს სარჩელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ

2015 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI–ს სარჩელი საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ. უწყებას დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გასცეს ჩვენი წერილით # OPD05/14-005 მოთხოვნილი ინფორმაცია.

23 იანვარი 2015 image

სასამართლომ დააკმაყოფილა IDFI-ს სარჩელი შსს–ს წინააღმდეგ

2014 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI–ს სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. შედეგად სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება სრულყოფილად მიაწოდოს ინსტიტუტს ინფორმაცია 2013 წელს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ თვეების მიხედვით, ცალ–ცალკე სახელისა და გვარის მითითებით.

22 დეკემბერი 2014 image

სახალხო დამცველი IDFI–ს უფლების დარღვევის ფაქტზე ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

2014 წლის 27 აგვისტოს ინსტიტუტმა განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და აცნობა მას, ეკონომიკის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე ინსტიტუტის უფლების დარღვევის შესახებ. იხილეთ სახალხო დამცველის რეკომენდაცია სრულად. 

30 ოქტომბერი 2014 image

გადაწყვეტილება დავაზე IDFI ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ

2014 წელს 29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება დავაზე ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ინსტიტუტის სარჩელი.

31 მარტი 2014 image

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ IDFI-ს საჩივარი სრულად დააკმაყოფილა

მიმდინარე წლის 25 მარტს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სრულად დააკმაყოფილა ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემის თაობაზე. IDFI-მ 2014 წლის 11 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ენერგეტიკის სამინისტროს. საჩივრის საფუძველს საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილი სახით მიღება წარმოადგენდა.

21 მარტი 2014 image

IDFI-მ ფინანსთა სამინისტროში საჩივარი შეიტანა

2014 წლის 17 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ფინანსთა სამინისტროს. საჩივრის წარდგენის საფუძველი გახდა სამინისტროს მხრიდან არასრული, არაკლასიფიცირებული ინფორმაციის მიღება. მოწოდებული ინფორმაციის დიდი

4 მარტი 2014 image

IDFI-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის 15 პუნქტიანი წერილიდან მხოლოდ ორ მოთხოვნას უპასუხა სრულყოფილად. დანარჩენ საკით