ბლოგპოსტები

23 იანვარი 2022 image

ციფრული სერვისები, როგორც სახელმწიფოს, ბიზნესსა და მოქალაქეებს შორის ინტერაქციის პირდაპირი საშუალება MY.GOV.GE-ს მაგალითზე

საქართველოში ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) შექმნამდე სახელმწიფო უწყებები მეტ-ნაკლებად აწვდიდნენ ინფორმაციას მოქალაქეებს და ბიზნეს სუბიექტებს მათ მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ. 

22 იანვარი 2022 image

პოლიტიკური დაფინანსების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გამოწვევები საქართველოში

თითოეულმა სახელმწიფომ, რომელსაც გააზრებული აქვს ჯანსაღი საარჩევნო პროცესებისა და ძლიერი პოლიტიკური აქტორების როლი წარმომადგენლობითი დემოკრატიის შენების პროცესებში, აუცილებელია ხელი შეუწყოს პოლიტიკური ფინანსების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს პოლიტიკური სისტემებისადმი ნდობის განმტკიცებისთვის. 

 

22 იანვარი 2022 image

სამოხელეო პოლიტიკისა და საჯარო სამსახურის გამოწვევები საქართველოს საჯარო მმართველობის სისტემაში

ქართული საჯარო სამსახურის სისტემა და სახელმწიფო სამოხელეო პოლიტიკა ეყრდნობა კარიერაზე დაფუძნებულ მოდელს. ეს კი გულისხმობს იმას, რომ საჯარო მოსამსახურე საქმიანობის განხორციელების კვალდაკვალ, გარკვეული დროის განმავლობაში, პოზიციურად და პროფესიულად უნდა ვითარდებოდეს.

17 იანვარი 2022 image

იმერეთის რეგიონში სპორტის მუნიციპალური პოლიტიკის და მერიებს დაქვემდებარებული სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზი

წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტის (12-დან) სპორტის პოლიტიკა და პროგრამული ხარჯები, ასევე მიმოხილულია მერიებს დაქვემდებარებული სპორტული ორგანიზაციების -არაკომერციული (ააიპ) და შეზღუდული პასუხისმგებლობის (შპს) იურიდიული პირების საქმიანობის არაერთი ასპექტი.

17 იანვარი 2022 image

სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა - უახლესი ტენდენციები ციფრებში

სასურსათო უსაფრთხოების საკითხის შესწავლა თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანაა, ამიტომაც, მოცემული საკითხი აქტუალურია, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო პოლიტიკის დონეზე.

17 იანვარი 2022 image

თვითმკვლელობის დინამიკა საქართველოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თანახმად, სუიციდი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.  მსოფლიოში ყოველწლიურად 700 000 ადამიანი კვდება სუიციდის შედეგად (WHO 2019).  აღსანიშნავია, რომ  სუიციდის მსხვერპლთა უმრავლესობას უკვე ჰქონდათ თვითმკვლელობის მცდელობა.

17 იანვარი 2022 image

ტრანსპორტის სექტორში სათბურის გაზების ემისიების შემცირების ღონისძიებების გავლენის შეფასება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით

2017 წელს, საქართველომ მოახდინა პარიზის შეთანხმების რატიფიცირება, რის  შედეგადაც იგი შეურთდა შეთანხმების  მონაწილე სხვა ქვეყნებს და გამოხატა მზაობა, შეიტანოს საკუთარი წვლილი გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის, წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით, მაქსიმუმ 2˚C-მდე, საუკეთესო შემთხვევაში კი - 1.5°C-მდე შეზღუდვაში. 

17 იანვარი 2022 image

განათლების უფლების დაცულობა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლების აღსაზრდელთა/მოსწავლეთა/სტუდენტთა მონაცემების სტატისტიკის ანალიზი

დღესდღეობით, განვითარებული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თავისი მოქალაქეებისთვის განათლების უფლების დაცულობის უზრუნველყოფაა. საქართველო, თავისი იდეოლოგიით ამ ქვეყნების რიგში ეწერება, მაგრამ განათლების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობა ქვეყანაში 30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც არაა გარანტირებული განათლების თითქმის ყველა საფეხურზე. 

30 დეკემბერი 2021 image

კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნები „ინტერნეტ კონტენტის“ რეგულირებასთან დაკავშირებით

ინტერნეტი საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ტექნოლოგიური განვითარების შედეგად შეიქმნა ვირტუალური სივრცეები, რომელთა საშუალებითაც ადამიანები არაერთი ძირითადი უფლების რეალიზებას ახერხებენ.

24 დეკემბერი 2021 image

აჭარის არქივის ხელმისაწვდომობის პრობლემები

არქივების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბევრ პოსტ-ტოტალიტარულ სახელმწიფოში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებსაც კომუნისტური რეჟიმების  გამოცდილება  აქვთ. სიტუაცია ამ მხრივ არასახარბიელოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოს შემთხვევაში, სადაც დაინტერესებული პირისა და მკვლევრებისთვის დოკუმენტების გაცნობისთვისაც კი საფასურია დაწესებული.