მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე ინიციატივა

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | ანგარიში 26 დეკემბერი 2017
მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მონიტორინგის საპილოტე ინიციატივის ანგარიში 2017 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა და მოიცავს ინფორმაციას 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივლისამდე მდგომარეობით. ანგარიშის მომზადებაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, წვლილი შეიტანა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI). ინიციატივა მოიცავდა ექვს ქვეყანას: ელ სალვადორი, საქართველო, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი და ურუგვაი. ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია მექსიკის შესახებ, რომელიც არ იყო საპილოტე ინიციატივის ნაწილი, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებთან კოორდინაციით შეიმუშავა მსგავსი მეთოდოლოგია.
 
საპილოტე ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, IDFI-ისა და UNDP-ის ხელშეწყობითა და შვედეთის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, შექმნა მდგრადი განვითარების მინების საკოორდინაციო მექანიზმი - მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო, რომლის შემადგენლობაში ასევე ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი შედის, შეიმუშავა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი - მდგრადი განვითარების მიზნების მატრიცა, შესაბამისი გლობალური და ეროვნული ინდიკატორებით და შეფასების ფორმებით, ასევე დაიწყო მუშაობა ელექტრონული მონიტორინგის სისტემაზე, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება და განახორციელა ცნობიერების ამაღლების კამპანია თბილისსა და რეგიონებში.
 
საპილოტე პროცესის მიზანი იყო ინოვაციური მიდგომების შემუშავება მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესში. სამი ძირითადი სამიზნე, რომლებიც საპილოტე ქვეყნებმა დასახეს იყო:

1. ინკლუზიური მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა, რომელშიც მოცული უნდა ყოფილიყო, როგორც მთავრობა ისე სამოქალაქო საზოგადოება;

2. მონიტორინგის პროცესის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვა და მონაცემების საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

3. მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მონიტორინგის ინკლუზიური მიდგომის გამოყენება შDG 16-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის, დაინტერესებული მხარეების ჩართვით, არა მხოლოდ მონიტორინგის, არამედ ანგარიშგების პროცესში გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის გზების იდენტიფიცირებისთვის.

ანგარიშში მიმოხილულია მონაწილე მთავრობების მიერ SDG 16-ის მონიტორინგის პროცესში გამოყენებული განსხვავებული მიდგომები არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, ამ პროცესში გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები და მიღებული გამოცდილება.

საპილოტე ინიციატივას ხელმძღვანელობდა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/idfi_general/Monitoring_to_Implement_SDG16.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024

კოალიცია ანტიკორუფციული ბიუროსთვის მოსამართლეთა ქონების შემოწმების შეჩერებას ეხმიანება

06.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023