საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი კლდიაშვილის შესახებ 2014 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება აღიარა

განცხადებები 16 იანვარი 2018

2018 წლის 15 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლითაც უწყება აღიარებს, რომ მის მიერ 2014 წლის 17 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაცია გიორგი კლდიაშვილის დაკავების შესახებ იყო შეცდომაში შემყვანი და არასწორად აღწერდა ფაქტობრივ გარემოებებს.


შსს-ს მიერ 2014 წლის 17 დეკემბერს გავრცელებული განცხადება გიორგი კლდიაშვილს საზოგადოების თვალში წარმოაჩენდა სისხლის სამართლის დამნაშავედ. სწორედ აღნიშნულიდან გამოდინარე, საკუთარი რეპუტაციის შელახვის გამო გიორგი კლდიაშვილმა 2015 წლის 5 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით.


2017 წლის 15 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სრულად დააკმაყოფილა გიორგი კლდიაშვილის სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა საკუთარ ვებგვერდზე ცნობის გამოქვეყნება, რომლითაც უწყება აღიარებდა მის მიერ მცდარი ფაქტების გავრცელებას. აღნიშნული გადაწყვეტილება შსს-მ გაასაჩივრა, გიორგი კლდიაშვილი დათანხმდა შსს-ის მოთხოვნას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, რის შემდგომაც მოსმენა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა.


2018 წლის 15 იანვარს შსს-მ საკუთარი ინიციატივით გამოაქვეყნა განცხადება იმ შინაარსით, როგორიც იყო მოთხოვნილი გიორგი კლდიაშვილის სასარჩელო მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამანისტრომ აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებით, სრულად დააკმაყოფილა გიორგი კლდიაშვილის სასარჩელო მოთხოვნა, რის შედეგადაც აღარ არსებობს სახეზე დავის საგანი.


მიმდინარე წლის 15 იანვრის განცხადებით შსს-ს მიერ აღიარებულ იქნა, რომ 2014 წლის 17 დეკემბრის განცხადება მოიცავდა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებულ არასწორ ფაქტობრივ გარემოებებს:


- 2014 წლის 17 დეკემბერის განცხადება: „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქე გიორგი კლდიაშვილის ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას „პარაბელუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს“;

 

გავრცელებული განცხადებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსარჩელე გიორგი კლდიაშვილი ჩადიოდა კრიმინალურ ქმედებას. შსს-მა აღიარა, რომ აღნიშნული გამონათქვამი იყო შეცდომაში შემყვანი და აღნიშნა, რომ როგორც ეს ჩხრეკისა და ამოღების ოქმით დასტურდება იარაღი იმყოფებოდა 4 ნაწილად დაშლილ მდგომარეობაში.

 

- 2014 წლის 17 დეკემბერის განცხადება: „გიორგი კლდიაშვილმა, ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სამართალდამცავებს განუცხადა, რომ აღნიშნული იარაღი იყო მისი საკუთრება და მას ჰქონდა ტარების უფლება“; „მოგვიანებით, გამოძიების პროცესში, დაკითხვისას, გიორგი კლდიაშვილმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“;

 

სამინისტრომ აღიარა, რომ გიორგი კლდიაშვილს სამართალდამცველებისათვის არ უთქვამს, რომ მას ჰქონდა იარაღის ტარების უფლება. გიორგი კლდიაშვილის განცხადების თანახმად მას ქონდა იარაღის ფლობის უფლება და წარადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მოწმობა. შესაბამისად, შსს-მ აღნიშნა, რომ მის მიერ გავრცელებული განცხადება იყო მცდარი და გიორგი კლდიაშვილის მხრიდან სამართალდამცველთა შეცდომაში შეყვანის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.


- 2014 წლის 17 დეკემბერის განცხადება: „მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გირაოს შესახებ დააკმაყოფილა და გიორგი კლდიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა“;

 

შსს-მ აღნიშნა, რომ შეცდომაში შემყვანი იყო განცხადების მოცემული ნაწილიც. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს მისი დაკავება იყო უკანონო და წარიმართა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით. შსს-მ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ აღნიშნული გახდა გიორგი კლდიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი და არა პროკურორის შუამდგომლობა.


არასწორი და ცილისმწამებლური ფაქტობრივი მონაცემების შემცველი ინფორმაციის უარყოფას გიორგი კლდიაშვილი შსს-გან 2015 წლის ივნისიდან ითხოვდა. IDFI მოხარულია და ყველანაირად მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მხრიდან ნაბიჯს, რომ უწყებამ, სასამართლო პროცესების გაჭიანურების გარეშე, მის დასრულებამდე, თავად აღიარა არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება გიორგი კლდიაშვილის მიმართ და შესაბამისი განცხადება თავისი ინიციატივით გამოაქვეყნა საკუთარ ვებგვერდზე. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შსს-ის ახალი ხელმძღვანელობის მიერ უწყებაში დაწყებულ რეფორმის სწორ მიმართულებას და უწყების მხრიდან სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მზაობას და სურვილს.


მოცემულ დავაში გიორგი კლდიაშვილის ინტერესებს სასამართლოში იცავდა IDFI-ის პარტნიორი ორგანიზაციის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, დავით ლომთაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებმა ლევან ვეფხვაძემ და მაია ხუციშვილმა წარმატებით დაიცვეს გიორგი კლდიაშვილის ინტერსები მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეშიც, ხოლო სიას იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა წარმატებით დაიცვა გიორგი კლდიაშვილის ინტერესები თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავის დროს, რომელიც გიორგი კლდიაშვილისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხს ეხებოდა.


IDFI კიდევ ერთხელ უხდის მადლობას მის პარტნიორ ორგანიზაციას - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) აღნიშნულ საქმეებში IDFI-ის დირექტორის უფლებების დაცვისთვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023