საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და IDFI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლეები | მემორანდუმები 23 ივნისი 2014

ფოტო აღებულია ეროვნული უშიშროების საბჭოს Facebook გვერდიდან

20 ივნისს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი, რომელსაც ხელს საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი აწერენ, ითვალისწინებს საბჭოს საქმიანობის უპრეცედენტო გამჭვირვალობას, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ამაღლებას, კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის შემუშავებას, პრაქტიკაში დანერგვასა  და საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

 

მემორანდუმის მიხედვით, IDFI, საზოგადოებრივ საწყისებზე, საბჭოს დაეხმარება გამჭვირვალობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის შემუშავებაში, კერძოდ ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის შემუშავებაში, რომლის მიხედვითაც საბჭო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს ინფორმაციას საბჭოს მდივნის, მოადგილეების, საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ხელმძღვანელ პირებზე გაწეული ხარჯების (სახელფასო განაკვეთი, პრემია და დანამატი), საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ.

 

IDFI ასევე კონსულტაციას გაუწევს საბჭოს სხვადასხვა საკითხებზე, როგორიც არის საბჭოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა და საბჭოში ანაზღაურების სისტემის ახალი სისტემის შემუშვება.

/public/upload/IDFI/ushishroeba.geo.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023