სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და IDFI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლეები | მემორანდუმები 4 აგვისტო 2014

1 აგვისტოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და სსიპ „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს“ შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.


აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით, რომელსაც ხელი მოაწერეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და სსიპ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ ადმინისტრაციის უფროსმა რუსუდან კასრაძემ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ IDFI სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიაწვდის რეკომენდაციებს სამსახურის მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ამაღლების უზრუნველსაყოფად, რასაც სსიპ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ გამოიყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში.

 

მემორანდუმის ფარგლებში, ინსტიტუტის ექსპერტების მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრეინინგი ინფორმაციის თავისუფლების, ღია მმართველობის და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას და ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივ საკითხებზე და პრაქტიკულ განხორციელების შესახებ.


ინსტიტუტის მიერ ტრეინინგზე გაცემული იქნა რეკომენდაციები, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სამსახურის ღიაობას და ფინანსურ გამჭვირვალობას, საზოგადოებისთვის მიმართ ანარიშვალდებულებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ამასთან ტრეინინგზე ნაჩვენები იქნა, დღეის მდგომარეობით საქართველო საჯარო სექტორში დანერგილი ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ელექტრონული მოთხოვნის პრაკტიკის საუკეთესო მაგალითები.

/public/upload/IDFI/saxelmwifo.dacvis.samsaxuri.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023