სალექციო კურსები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

სიახლეები | ტრენინგები 11 იანვარი 2016

 

 

 

 

 

2016 წლის 8 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სალექციო კურსი. სალექციო კურსი ტარდება პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

 

პირველი ლექცია დაეთმობა „საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020“-ის შექმნის პროცესის განხილვას. ლექციას გაუძღვება IDFI-ს პროექტის კოორდინატორი - საბა ბუაძე. მეორე ლექციის განსახილველი თემა იქნება კონკურენციის რეგულირების პროცესი საქართველოს სატელეკომუნიკაციო სფეროში. ლექციას გაუძღვება IDFI-ს მედიისა და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი - უჩა სეთური. სალექციო კურსი გაგრძელდება სამი საათის განმავლობაში.

 

სალექციო კურსში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ IDFI-ს, ბრემენის უნივერსიტეტისა და IBSU-ს ერთობლივი სერტიფიკატი. გამორჩეული სტუდენტები ასევე დაჯილდოვდებიან ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურით.

 

ლექცია გაიმართება 8 თებერვალს, 14:00 საათზე.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე: georgia2020@idfi.ge. გთხოვთ, აღნიშნულ მეილზე გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 იანვარი.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023