IDFI-ის შეფასება 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2016 წლის ღონისძიებების შესრულებაზე

სიახლეები | კვლევები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები 16 მაისი 2017

ავტორი: მარიამ თუთბერიძე

 

IDFI-მ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარუდგინა შეფასებები 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2016 წლის ღონისძიებების შესრულებაზე.


ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შეფასება ხდება მონიტორინგის ჩარჩოს შესაბამისად, სადაც გაწერილია თითოეული პასუხისმგებელი უწყების ღონისძიებები და ფასდება შემდეგი სამი სტატუსით: „სრულად შესრულდა“, „უმეტესად შესრულდა“, „ნაწილობრივ შესრულდა“, „არ შესრულდა“. ღონისძიებები ფასდება პასუხისმგებელი უწყებების და არასამთავრობო სექტორის მიერ, ხოლო საბოლოო შეფასებას აკეთებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო. დოკუმენტი მტკიცდება ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე.

 

IDFI-ის მიერ მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს შორისაა:


- პასუხისმგებელი უწყებების მიერ მონიტორინგის მიზნებისთვის მოწოდებული ინფორმაცია ხშირად ზოგადი იყო, არ ჩანდა ღონისძიებასა და პროგრესს შორის კავშირი, რაც ართულებდა მის შეფასებას;

 

- ღონისძიებებს თან არ ერთვოდა შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტაცია;

 

- შეუსრულებელ ღონისძიებებში არ იყო მითითებული მიზეზები და შესრულების სავარაუდო დრო;

 

- 2016 წლის მონიტორინგი განხორციელდა არა წელიწადში ორჯერ, როგორც მეთოდოლოგიითაა განსაზღვრული, არამედ ერთხელ მთელი წლისათვის. ეს პროცესი ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან ერთად მიმდინარეობდა, რამაც გაართულა პროცესი;

 

- ღონისძიებების შეფასებისას დარღვეული იყო ერთიანი სტანდარტი;

 

- ღონისძიებების შესრულების სტატუსი, რიგ შემთხვევებში არ შეესაბამებოდა პროგრესის აღწერას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის განხორციელება დასრულებულია, IDFI მიიჩნევს, რომ გამოვლენილი ხარვეზები გათვალისწინებული უნდა იქნეს 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პროცესში.

 

ანტიკორუფციულმა საბჭომ 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ჩარჩო, მონიტორინგისა და პროგრესის ანგარიშები 2017 წლის 24 აპრილს დაამტკიცა. საბოლოო დოკუმენტაცია ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ვებგვერდზე ამ დრომდე არ განუთავსებია.

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/anticorruption/anti_corruption_monitoring_idfi.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023