IDFI ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 31 აგვისტო 2016

დავა თბილისის სააპელაციო სასამართლომ IDFI-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა!

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა IDFI-ის სარჩელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ. IDFI-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქმედების განხორცილება საჯარო ინფორმაციის გაცემის სახით. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვდა ინფორმაციას სამინისტროს მიერ გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ (პრემიები, დანამატები, სამივლინებო ხარჯები, გამარტივებული შესყიდვები, როუმინგული ხარჯები და სხვა).


IDFI-იმ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით მიმართა 2015 წლის 10 მარტს და მოითხოვა ინფორმაცია 2014 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ. სამინისტრომ დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა და უპასუხოდ დატოვა ჩენი განცხადება, რის შემდეგაც უწყების ქმედება თავდაპირველად ადმინისტრაციული, ხოლო შემდეგ კი სასამართლოს გზით გასაჩივრდა. 2015 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი და დაავალა ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოწოდება, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ არ გაიზიარა სასამართლოს პოზიცია, რომელიც სრულიად ეყრდნობოდა არსებული კანონმდებლობის არაორაზროვან ჩანაწერებს, უარი თქვა ინფორმაციის გაცემაზე და სასამრთლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. უწყების არგუმენტაცია არც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა და 2016 წლის 25 მარტის განჩინებით უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ხაზგასასმელია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება IDFI-ის მხოლოდ 16 აგვისტოს ჩაბარდა, მაშინ როდესაც სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2016 წლის 25 მარტს გამოაცხადა.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარ განჩინებაში რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება.


- თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნებაზე საუბრისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (2016 წლის 7 აპრილის გაჩინება #ბს-425-418(კ-15)), რომლის თანახმადაც „საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განსხვავდება სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისგან. თანამდებობის პირთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცვლელი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათ შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა. ამდენად, მომატებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე თანამდებობის პირის მონაცემები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ღიაა.“


- თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თანამდებობის პირზე დარიცხულ პრემიას/დანამატს, პრემია/დანამატის გაცემის საფუძველს - სამართლებრივ აქტს, ასევე თანამდებობის პირთა სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას, თავად ამ პირის პერსონალური მონაცემების მითითებით გააჩნია საჯარო ინფორმაციის მახასიათებლები და დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში იგი უნდა გაიცეს იმ ფორმით, როგორადაც მას განმცხადებელი მოითხოვს.


- უწყების მიერ გაწეულ ისეთი ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ მსჯელობისას, როგორიცაა სამივლინებო, როუმინგული და წარმომადგენლობითი ხარჯები, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიხედვით კანონის ერთ-ერთი მიზანი და ფუძემდებლური პრინციპი სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფაა. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით საბიუჯეტო პროცესის ძირითადი პრინციპი გამჭვირვალობაა, რომელიც გულისხმობს ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას, ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ ანგარიშგება და კონტროლი საბიუჯეტო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ყველას აქვს უფლება იცოდეს საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წლების განმავლობაში გამოირჩევა ანგარიშვალდებულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის სტანდარტის დაბალი ხარისხით. 2015 წელს IDFI-ის მიერ განხორცილებული მონიტორინგის ფარგლებში, უწყება დასახელებულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად. სამინისტრომ პროექტის განხორციელების პერიოდში, ყველაზე მეტი 44 მოთხოვნა დატოვა უპასუხოდ. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს, ისევე როგორც 2014 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარს აცხადებდა გაეცა საჯარო ინფორმაცია, რომელსაც ის ყოველგვარი შეფერხების გარეშე და სრულყოფილად გასცემდა (2012-2013 წლებში) არჩევნების შემდგომ პერიოდში.


სამწუხაროა, რომ მიუხედავად მოქმედი კანონმდებლობის ცალსახა ჩანაწერებისა და მსგავს საქმეებზე არსებული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებისა IDFI-ის კლავ უწევს გრძელვადიან სასამართლო დავებში ჩართვა, რათა მოიპოვოს ეკონომიკის სამინისტროსგან ისეთი ინფორმაცია, როგორიც უწყების მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯებია. მნიშვნელოვანია, ყელა საჯარო უწყების მიერ სრულად იქნეს გააზრებული მათი ვალდებულება საზოგადოების წინაშე. დემოკრატიული საზოგადოებაში უპირველესი მნიშვნელობის მატარებელი სწორედ საჯარო უწყებათა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა. აღნიშნულის მიღწევა კი შეუძლებელია თუკი არ იქნება დაცული ნებისმიერი პირის უფლება მიიღოს ღია საჯარო ხასიათის ინფორმაცია საჯარო დაწესებულებიდან.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023