IDFI - ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების ხსოვნის ცერემონია

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 20 მაისი 2016

20 მაისს, IDFI-მ თბილისის მერიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა ვაკის პარკის მედიათეკაში.

 

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მან ისაუბრა რეპრესირებული სამხედროების ღვაწლსა და დამსახურებაზე სამშობლოს წინაშე, მათ მნიშვნელობაზე როგორც საქართველოს წარსულის, ისე მომავლის განსაზღვრაში.

 

დაღუპული სამხედროების გმირობაზე ასევე ისაუბრა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ. მან აღნიშნა, რომ 93 წლის წინ დაღუპული გმირების ისტორია თავდადების, გმირობის ძალიან კარგი მაგალითია. „სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებენ იმას, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის 25 წლიანი ისტორია კიდევ უფრო ძვირფასი და დასაფასებელია,“ აღნიშნა ლექვინაძემ. მან საუბრისას ხაზი გაუსვა IDFI-ს როლს რეპრესირებული სამხედროების ისტორიების შესწავლასა და მათთვის მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებაში. თბილისის მერია ვაკის პარკის იმ ტერიტორიაზე, სადაც 1923 წელს ქართველი სამხედროები დახვრიტეს, საპატიო მემორიალს აღმართავს.

 

მომხსენებელთა შორის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის განყოფილების უფროსის მოადგილე ვლადიმერ ლუარსაბიშვილი, რომელმაც IDFI-ის მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და ქართველი გმირების გახსენებისთვის.

 

IDFI-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მონაცემებზე დაყრდნობით მოიძია რეპრესირებული სამხედრო პირების საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია და თბილისის მერიას წინადადებით მიმართა, რომ სამხედროების ხსოვნის უკვდავსაყოფად მომხდარიყო ამ მისამართებზე მემორიალური დაფების განთავსება.

 

თბილისის მერიამ გაიზიარა IDFI-ის ინიციატივა და მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით მემორიალური დაფები შემდეგ მისამართებზე განათავსა:


დავით აღმაშენებლის გამზირი #117 (სადაც ცხოვრობდა გენერალ-მაიორი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე);


ჭონქაძის #12 (სადაც ცხოვრობდა პოლკოვნიკი გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი);


დავით თორაძის ჩიხი #3 (სადაც ცხოვრობდა როტმისტერი სიმონ ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი);


ჯავახიშვილის #33 (სადაც ცხოვრობდა როტმისტერი ფარნაოზ ლევანის ძე ყარალაშვილი);


მ. ლაღიძის ქ. #7 (სადაც ცხოვრობდა იასონ და ლეო მათეს ძე კერესელიძეები);


ჭოველიძის ქ. #39 (სადაც ცხოვრობდა ოფიცერი ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე);


გ. ლორთქიფანიძის #6 (სადაც ცხოვრობდა დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი);

 

ვ. ბარნოვის ქ. #34 (სადაც ცხოვრობდა ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი).

 

მემორიალური დაფები უკვე განთავსებული იყო სამი ქართველი სამხედროს საცხოვრებელ მისამართებზე, კერძოდ:


გენერალ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის საცხოვრებელ მისამართზე (ლ. ასათიანის ქ. #46);
პოლკოვნიკ როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილის საცხოვრებელ მისამართი (კოჯრის ქ. #4);
პოლკოვნიკ ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილის საცხოვრებელ მისამართი (ძმები კაკაბაძეების #15).

 

ცერემონიის დასასრულს, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ომარ ბეგოიძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ „1923 წლის 20 მაისს რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს ქართველი გმირები, მაგრამ მათ ვერ გაანადგურეს საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სახელმწიფოებრიობის იდეა.“ მან ასევე ახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის, იუნკრებისა და კადეტებისთვის (რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ცერემონიას) წინაპართა საამაყო წარსულის შეხსენება.


ცერემონიის შესახებ იხილეთ ფოტო მასალა შემდეგ ბმულებზე:  IDFI, თავდაცვის სამინისტრო, თბილისის მერია.  დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე იხილეთ IDFI-ს კვლევა - "1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები".

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023