IDFI-მ მოსწავლეებისთვის გამჭვირვალე არქვივებისა და სტალინური სიების შესახებ ლექცია ჩაატარა

სიახლეები | ცნობიერების ამაღლება 21 ოქტომბერი 2015

20 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და ანალიტიკოსმა, თამარ იაკობიძემ ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის და გაცვლითი პროგრამით, საქართველოში მყოფი პოლონელი მოსწავლეებისთვის ლექცია ჩაატარეს.

 

ლექციის მიზანს ორგანიზაციის საქმიანობის და მისი კონკრეტული მიმართულებების მოსწავლეებისთვის უკეთ გაცნობა წარმოადგენდა. თამარ იაკობიძემ ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ორგანიზაციის გამოცდილებაზე. მან ხაზი გაუსვა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გავლენას იმ პროცესებზე, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფო უწყებების ღიაობას. თამარმა მოსწავლეებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა “ღია მონაცემთა პორტალი - Opedata.ge“-ს შესახებ.

 

გიორგი კლდიაშვილი მოსწავლეებს ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის, „გამჭვირვალე არქივების“ შესახებ ესაუბრა, რომელიც სახელმწიფო არქივების გამჭვირვალობასა და დოკუმენტური მასალების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, იკვლევს საარქივო დოკუმენტებს და აგროვებს დოკუმენტურ მასალებს, აქვეყნებს კვლევებს და აწყობს გამოფენებს.

 

კლდიაშვილმა მოსწავლეებს საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა გააცნო, რომელიც IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისი ანალიტიკური დეპარტამენტის, საზოგადოება „საქართველოს მემორიალის“ არქივებში და ასევე რეპრესირებულთა ოჯახებში მოიძია, დაწვრილებით ესაუბრა რეპრესირებულ ადამიანებსა მათ ისტორიებზე, რომლებიც უშუალოდ იოსებ სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების ბრძანებით იქნენ გასამართლებულნი. 

 

მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მასალებს და წარმოდგენა შექმნოდათ 1937-38 წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024