IDFI-სა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლეები | მემორანდუმები 14 მაისი 2015

13 მაისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) შორის მემორანდუმი გაფორმდა.


აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით, რომელსაც ხელი მოაწერა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ IDFI და უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ითანამშრომლებს ორგანიზაციასთან საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიზნით.

 

მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 1 წლის ვადით, ერთი მხრივ უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას გამოყოს საკონფერენციო დარბაზები, ოთახები და სხვა ტექნიკური რესურსები, ხოლო IDFI ფაკულტეტის გამორჩეული სტუდენტების ჩართვას უზრუნველყოფს ორგანიზაციის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში და მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მუდმივ ხელმისაწვდომობას.


IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე ორგანიზაციის საქმიანობაზე ისაუბრა და წარადგინა რამდენიმე პროექტი, რომელიც IDFI-ის მიერ ხორციელდება და რომელშიც სტუდენტები სამომავლოდ თანამშრომლობას შეძლებენ.

 

ილიას ჩილოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფაკულტეტზე მრავლად არიან უცხოელი სტუდენტები, რომლებსაც სწავლის პარალელურად დასაქმება ხშირად უჭირთ ენობრივი ბარიერის გამო. გამომდინარე იქიდან, რომ IDFI ხშირად ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს, უცხოელი სტუდენტებისთვის, კომფორტული და ასევე სასარგებლოც იქნება მათში მონაწილეობა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ IDFI-გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი, IDFI-ის ანალიტიკოსი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, თამარ იაკობიძე, უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები. 

 

 

 

/public/upload/IDFI&IBSU.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023