ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლეები | მემორანდუმები 23 თებერვალი 2016

18 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. IDFI-ს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო აკადემიის მხრიდან, დირექტორმა, არვო ოტიმ.


ელექტრონული მმართველობის აკადემია ანალიტიკურ და საკონსულტაციო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის დაარსების მთავარ მიზანს ელექტრონული მმართველობის, ელ. დემოკრატიის, ეროვნული კიბერ უსაფრთხოების შესახებ ცოდნის გაფართოება და გავრცელება წარმოადგენს. აკადემია არჩევს და ტრენინგს უტარებს ლიდერებსა და დაინტერესებულ მხარეებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებების დახმარებით, რათა ქვეყანაში გაიზარდოს მმართველობის ეფექტიანობა და უფრო ეფექტიანი გახდეს დემოკრატიული პროცესები.


მემორანდუმის გაფორმების შედეგად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და ელ. მმართველობის აკადემია ითანამშრომლებენ და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებსა და აქტივობებს. შეთანხმების მიზანს წარმოადგენს ერთობლივი კვლევების წარმოება, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სასკოლო და კულტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც დაკავშირებული იქნება ელ. მმართველობასთან, ელ. ჩართულობასთან, სამოქალაქო მომსახურების რეფორმებთან, ინფორმაციის თავისუფლებასთან და ა.შ.


ასევე, მემორანდუმით განისაზღვრა, რომ მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ერთობლივი ღონისძიებების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება.

 

/public/upload/pdf/MoU.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023