18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა გამჭვირვალობის დეკლარაციას

სიახლეები | მემორანდუმები 9 სექტემბერი 2016

9 სექტემბერს, 18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა გამჭვირვალობის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მათგანმა პასუხისმგებლობა აიღო, პერიოდულად, როგორც საკუთარ ვებგვერდებზე, ასევე საერთო ონლაინ პლატფორმებზე, გამოაქვეყნოს ინფორმაცია დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ.

 

დეკლარაციაზე ხელმოწერა არის ნებაყოფლობითი და ღიაა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იზიარებენ დოკუმენტში აღიარებულ პრინციპებსა და ვალდებულებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მრავალი წელია, IDFI პროაქტიულ რეჟიმში აქვეყნებს ზემოდ აღნიშნულ ინფორმაციას და ამიტომ იგი, წელს უკვე მეორედ დასახელდა (ექვს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად) მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ანალიტიკურ ორგანიზაციად (ამ შეფასებითი კვლევის ავტორია ორგანიზაცია Transparify, რომელიც უკვე მესამე წელია აქვეყნებს შედეგების შემცველ ანგარიშებს).

 

ინფორმაცია რეგულარულად განთავსდება სამოქალაქო ორგანიზაციების ახალ ვებპორტალზე - www.cso.ge, რომლის პრეზენტაციაც დეკლარაციის ხელმოწერის შემდგომ გაიმართა.

 

პრეზენტაციის დასასრულს, თბილისსა და რეგიონებში მომუშავე 60-მდე ორგანიზაციამ მათი საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოაწყო. ამავდროულად მათ საზოგადოებას და მედიას საკუთარ საქმიანობა გააცნეს.

 

ღონისძიება ორგანიზებული იყო „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა“ (სიდა) და „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

 

გამჭვირვალობის დეკლარაციაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

3. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

4. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

5. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)

6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

7. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი"

8. ააიპ ასოციაცია "ათინათი"

9. დემოკრატიის ინსტიტუტი

10. დემოკრატ მესხთა კავშირი/UDM

11. მედიის განვითარების ფონდი

12. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

13. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

14. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

15. რეგიონის განვითარების ცენტრი

16. ადამიანის უფლებათა ცენტრი

17. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"

18. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი - GCRT

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023