საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

ეროვნული სამართლებრივი აქტები 5 აგვისტო 2014

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მიღებული იქნა 1999 წლის 25 ივნისს. მასში ადმინისტრაციული აქტის, მისი გამოცემის, არსრულებისა და გასაჩივრების, ადმინისტრაციული წარმოების, ადმინისტრაციული გარიგების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები და სისტემაა ჩამოყალიბებული. ამავე დროს ინოფრმაციის თავისუფლების კუთხით კოდექსი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები და მექანიზმები მასში ყველაზე ვრცლად და დეტალურად არის მოცემული.


კოდექსის მესამე თავი ეძღვნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს. კოდექსის მიხედვით საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს ღიადა მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მისი მოქალაქეობის მიუხედავად. ინფორმაციის გამოთხოვნისთვის წერილობითი პროცედურაა დადგენილი, ხოლო საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა და უყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა (ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს).
კოდექსი დამატებით ადგენს რეჟიმს, რომლის შესაბამისად 1990 წლის 28 ოქტომბრამდე მიღებული ყველა სახელმწიფო საიდუმლოება ღიად არის გამოცხადებული.


კოდექსის 42-ემუხლი განსაზღვრავს ინფორმაციას რომლის გასაიდუმლოებაც დაუშვებელია:

 

ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;

გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;

დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;

ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები;

ვ) არჩევით თანამდეობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;

ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;

თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;

ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;

კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;

ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;

მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია.

ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 



 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024

კოალიცია ანტიკორუფციული ბიუროსთვის მოსამართლეთა ქონების შემოწმების შეჩერებას ეხმიანება

06.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023