უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში: მითები და სინამდვილე

ბლოგპოსტები 30 მაისი 2018

ანალიტიკური სტატიის ავტორია გივი მომცელიძე და ის დაიწერა კონკურსისთვის „მონაცემები ცვლილებებისთვის“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.


გივი მომცელიძე არის კონკურსის გამარჯვებული - I ადგილის მფლობელი.

 

----------

 

მითი: შარშან „ქართული მარშის“ აქციების ჩატარების ერთ-ერთ მიზეზად უცხოელთა კრიმინალის გახშირება დასახელდა.

რეალობა: 2015 წელს 1,000 დანაშაულიდან 45 მოდიოდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, გასულ წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა და 38 შეადგინა.


მითი: სამართალდამცველები დანაშაულის ჩამდენ უცხოელებს არ სჯიან.

რეალობა: 2013 წელთან შედარებით, 2017 წელს 2.5-ჯერ მეტი სხვა ქვეყნის მოქალაქე იხდიდა სასჯელს. არადა, დანაშაულის ჩამდენთა რაოდენობა 1.33-ჯერ გაიზარდა.

 

მითი: საქართველოს მოქალაქეობის მიღება აზიელ და აფრიკელ სტუმრებს ადვილად შეუძლიათ.

რეალობა: 86% შემთხვევაში, მოქალაქეობის რეკომენდაცია საქართველოში დაბადებულებზე ან მათი ოჯახის წევრებზე გაიცემა.


მითი: უცხოელები უმეტესად სოფლის მეურნეობის სექტორში საქმდებიან.

რეალობა: სულ საქართველოში 17,595 უცხოელია დასაქმებული, ამათგან მხოლოდ 1.1% ანუ 189 მოღვაწეობს აგრარულ სფეროში. უცხოელების მიერ დაფუძნებულმა საწარმოებმა 2014 წელს ბიუჯეტში 1 მილიარდამდე ლარი შეიტანეს.

 

მითი: უცხოელი სტუდენტები განვითარებადი ქვეყნებიდან ჩამოდიან და საქართველოს ეკონომიკა არანაირ სარგებელს არ იღებს.

რეალობა: მარტო მიმდინარე წელს, უცხოელი სტუდენტები დაახლოებით 78 მილიონ დოლარს დახარჯავენ.

 

მითი: საკონსტიტუციო აკრძალვამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწებს ძირითადად ინდოელები და არაბები ყიდულობდნენ. 

რეალობა: 2012-16 წლებში სასოფლო-სამეურნეო მიწების შემძენთა ხუთეულში რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საბერძნეთის მოქალაქეები შედიან, რომლებზეც ჯამში 85.3% მოდის. 1.3%-ით მეექვსე ადგილზე ირანელები არიან.

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/data_lab/givi_momtselidze.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის - წინააღმდეგობრივი მეხსიერება

22.07.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024