საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების პირველი წლიური ანგარიში (2014-2016)

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | ანგარიში 9 ნოემბერი 2016

 

ავტორები: თამარ იაკობიძე, ნინო მერებაშვილი და გიორგი კლდიაშვილი

 

საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგანაც ჩართულობა, მონაწილეობა და თანამშრომლობა ხელს უწყობს უფრო ეფექტური კანონებისა და პოლიტიკის გატარებას. თუმცა, ეფექტური დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში. მართალია, ჩართულობა მრავალ დონეზე წარმოადგენს გამოწვევას, ის განსაკუთრებით პრობლემურია პოლიტიკის შემუშავების საწყის ეტაპებზე, სანამ მოხდება ცვლილების ფორმალური ინიცირება პარლამენტში. 

 

საგრანტო პროექტი „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში“ ხორციელდება IDFI-ის მიერ USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უპასუხოს ზემოთ აღნიშნულ გამოწვევას. კერძოდ, საგრანტო პროექტის მთავარი მიზანია შეაფასოს ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონპროექტის მომზადების პროცესში.  

 

პირველი წლიური ანგარიშის შედეგები აჩვენებს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში ეფექტური დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის უფრო მეტად წარმოადგენს გამონაკლისს, ვიდრე წესს.

 

პირველი წლის კვლევის რამდენიმე ძირითადი მიგნება მდგომარეობს შემდეგში:

 

- საჯარო პოლიტიკის შემუშავების საწყის ეტაპებზე ჩართულობის მხრივ პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულებების არარსებობის პირობებში საჯარო სექტორის წარმომადგენლების უმეტესობა ვერ ხედავს კერძო სექტორთან დიალოგის საჭიროებას. ეს პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებული კანონპროექტების შემთხვევაში, რომელთაც კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის არასაკმარისი ხარისხი აჩვენეს.   

 

- ზოგადად არ არსებობს რეგულირების გავლენის შეფასების როგორც საჭიროების, ისე საქართველოს რეალობაში მისი პრაქტიკული გამოყენების გააზრება, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონპროექტების შემთხვევაშიც კი. რეგულირების გავლენის სიღრმისეული შეფასების გაკეთების პირდაპირი ვალდებულებების არ არსებობის პირობებში კანონპროექტის მრავალი ავტორი შემოიფარგლება განმარტებითი ბარათებით. თუმცა, განმარტებით ბარათებში მოცემული ინფორმაცია ხშირად მეტისმეტად მწირი და ზედაპირულია, არ არის გამყარებული საჯაროდ ხელმისაწვდომი კვლევებითა და არ ხდება უფრო ფართო საჯარო დისკუსიის ნაწილი კანონპროექტის ინიცირებამდე.  

 

კანონპროექტების შესაფასებლად IDFI-მ გადაარჩია 24 კანონპროექტი ინიცირებული 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე. პროექტის გუნდმა პირველ რიგში ჩაატარა ინტერვიუები კანონპროექტების ავტორებთან. ინტერვიუებისთვის გამოყენებული იყო წინასწარ მომზადებული სახელმძღვანელო კითხვარი. 20 სექტემბერს გამართულ ღონისძიებაზე ინსტიტუტმა ასევე დააჯილდოვა ჩართულობის მხრივ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორი 3 სახელმწიფო უწყებასაქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.  

 

კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ყველაზე წარმატებული შემთხვევების გამოვლენით ჩვენი პროექტის გუნდს აქვს იმედი, რომ ხაზს გავუსვამთ პოლიტიკის დაგეგმის ადრეულ ეტაპებზე ეფექტური კონსულტაციის პოზიტიურ გავლენას, და ამგვარად ხელს შევუწყობთ მეტად ინკლუზიურ გადაწყვეტილების მიღების პროცესს მმართველობის ყველა ეტაპზე. 

 

 

/public/upload/pdf/ppd_annual_report_geo.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023