ციფრულ საეთერო მულტიპექს პლატფორმასთან სამაუწყებლო პროგრამების განთავსების პროცედურები- რეკომენდაციები სახელმწიფო რეგულირებისთვის

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანალიზი 9 თებერვალი 2015

ციფრულ საეთერო სამაუწყებლო ქსელთან დაშვებისა და სამაუწყებლო კონტენტის ტრანსლირების საკითხები რამდენიმე ნაწილად უნდა გაიყოს, რადგან არსებული და მოქმედი სამაუწყებლო ლიცენზიანტების ქსელში განთავსების საკითხები გათვალისწინებულია როგორც ე.წ. "საზოგადოებრივი" მაუწყებლის მულტიპლექს პლატფორმაში, ასევე კერძო საეთერო მაუწყებლობის მულტიპლექს პლატფორმებში. გასარკვევია, თუ როგორ უნდა მოხდეს კომერციულ მულტიპლექსორში მიგრაცია, ასევე როგორ დაიფაროს ის ხარჯები, რომელიც დაკავშირებული იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსორის ოპერირებასთან და თავისუფალ რესურსთან დაშვებასთან.


მულტიპლექსში განსათავსებელი არხების შერჩევასთან დაკავშირებით ორი მიდგომა არსებობს: პირველი ჯგუფის ქვეყნებში (სლოვენია, ხორვატია, მონტენეგრო) არხების შერჩევა ხდება საკონკურსო პროცედურების რეგულირებით, რომელიც ძალიან ჰგავს ანალოგიური მაუწყებლობის ლიცენზირებისას გამოიყენებულ (მარეგულირებელი ორგანოს მიერ წარმოებული საკონკურსო მოდელი) მოდელს. მეორე ჯგუფის ქვეყნებში (მაგ: იტალია, ავსტრია, უნგრეთი, ალბანეთი) მთელ რესურსს, როგორც ერთიანს, მართავს მულტიპლექს ოპერატორი (ფორმალური კონკურსი, რომელსაც ატარებს საქსელო რესურსების მფლობელი ოპერატორი).


ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საფრანგეთი, ბელგია (ფრანგული ნაწილი), გერმანია, ფინეთი და სლოვენია, ეროვნული არხების განაწილება მულტიპლექსორში რეგულირდება მარეგულირებლის მიერ (ან მთავრობის მიერ, როგორც ეს ესტონეთში მოხდა). ეს მოდელი მოიცავს იმგვარ პრაქტიკას, როდესაც მარეგულირებელი პირდაპირ კარნახობს თითოეულ მულტიპლექს ოპერატორს კონკრეტული არხი სად და რა პირობებში განთავსდეს. შვედეთმა ამ მეთოდოლოგიით დაარეგულირა არხების ქსელში განთავსების საკითხი, თუმცა, შემდგომ რეგულაციის საჭიროების არარსებობისა და განთავსების სისტემის სირთულის გამო უარი თქვა ამ მოდელის გამოყენებაზე.


მეორე მიდგომის შესაბამისად, (ჩეხეთი 2012 წლის შემდგომ, ლატვია, სლოვაკეთი, დანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, პორტუგალია) მოცულობის განკარგვა ხდება უშუალოდ საქსელო ოპერატორების მიერ სრულად. ავტორიზაცია, რომელსაც ყველა აპლიკანტი პროფესიული და ეკონომიკური სტანდარტების დაკმაყოფილების შემდგომ იღებს, საკმარისია იმისთვის, რომ წარდგენილი იყოს კომერციულ ქსელთან დაშვების მოთხოვნა მულტიპლექს ოპერატორისათვის.


სატელევიზიო პროგრამების ციფრულ საეთერო ქსელში განთავსება უნდა ხორციელდებოდეს დისკრიმინაციის გარეშე და ემსახურებოდეს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ინტერესს, ასევე არ არღვევდეს ბაზარზე კონკურენციის პრინციპებს.


დაშვების ხელშეკრულების მოშლის უფლება, ტელეფონის ურთიერთჩართვის მსგავსად, უნდა ხდებოდეს კომისიის ნებართვითა და თანხმობით.


სამაუწყებლო კონტენტის იმ მწარმოებლებისათვის, რომლებიც სარეკლამო, ან სატელევიზიო ბაზრის (აუდიტორიის გაზმოვის შედეგებით) დიდნაწილს ფლობენ და ჰყავთ აუდიტორიის მაგალითად, 30 პროცენტი მაყურებელი, შესაძლოა დაუდგინდეთ დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და დაეკისროთ დამატებითი გამჭვირვალობის ვალდებულებები.


სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ის პროგრამული მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომელიც კონკრეტულ მაუწყებელს მისცემს უპირატესობას ქსელთან დაშვების პროცესში სხვა მაუწყებელთან შედარებით. მაგალითისათვის, უპირატესად შესაძლოა მიჩნეული იყოს ის პროგრამა, რომელსაც აქვს საინფორმაციო გადაცემები და პოლიტიკური დებატების პლატფორმები.

 

/public/upload/Londa/regulations-dso.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023