სასამართლომ შსს-სა და მთავარ პროკურატურას გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დააკისრა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | სტატია 25 სექტემბერი 2015

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, 2014 წლის 12 დეკემბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) დააკავეს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. მას კუთვნილი და კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი მაღაზიაში შეკეთების შემდგომ მიჰქონდა სახლში, თუმცა არ ჰქონდა აღებული იარაღის გადატანის ნებართვა. გიორგი კლდიაშვილის ქმედება წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევას, თუმცა მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკითხვის შემდეგ გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. აღსანიშნავია, რომ გიორგი კლდიაშვილი წინა-სასამართლო სხდომაზევე 2014 წლის 14 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული იქნა სასამართლო დარბაზიდან, ხოლო 15 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეწყდა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, დადგინდა რა, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენდა დანაშაულს გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.


მიმდინარე წლის 10 თებერვალს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო დაკავებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მის ინტერესებს სასამართლოში პარტნიორი ორგანიზაციის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, ნიკა სიმონიშვილი იცავდა (აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მაია ხუციშვილმა და ლევან ვეფხვაძემ წარმატებით დაიცვეს გიორგი კლდიაშვილის ინტერსები მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეშიც). სასამართლოს მიმდინარე წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით შსს-სა და მთავარ პროკურატურას დაეკისრათ სოლიდარული პასუხისმგებლობა - 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 1180 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ.


სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა, როგორც შიდა ეროვნული კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციითა და პრეცედენტული სამართლით (საქმე რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ).


ამასთან, სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ზიანის ანაზღაურების კრიტერიუმების შესახებ და მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა (რასაც შედეგად მოყვა ზიანი) და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, მარეაბილიტირებელ გარემოებად კი მიჩნეულ უნდა იქნეს პირის მიმართ სისხლის სამართებრივი დევნის შეწყვეტა. ცხადია, რომ გიორგი კლდიაშვილის საქმეში სახეზე იყო ორივე კრიტერიუმი. კერძოდ, მოხდა მისი უკანონოდ დაკავება, ხოლო მოგვიანებით კი შეწყდა მის წინაააღმდეგ სისხლის სამართებრივი დევნა.


დამატებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, პირის დაკავება ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების წევრების უსაფრთხოების დაცვას, თუმცა მიუხედავად ამისა პირს, რომლის მიმართაც შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისთვის.


უნდა აღინიშნოს, რომ საქმე გიორგი კლდიაშვილი შსს-სა და საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ წარმოადგენს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მნიშვნელოვან პრეცედენტს, განსაზღვრავს რა მის კრიტერიუმებსა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებელ ელემენტებს.

 

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენა 2016 წლის 22 იანვარს ჩატარდა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც უწყებებს დაეკისრათ უკანონო დაკავებით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024