მოქალაქის პლატფორმის კონცეფცია - www.ichange.ge

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 27 მაისი 2013


2011 წლის 30 აგვისტოს საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ (OGP), რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობამ აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა IDFI-ისა და სამოქალაქო საზოგაოდების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები და OGP-ის დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში შეიტანა მნიშვნელოვანი ვალდებულება, 2013 წელს დანერგოს მოქალაქის პლატფორმა -  ichange.ge  რომელიც შექმნის შემდეგ შესაძლებლობებს:

 

1. საკითხის ან პრობლემის წამოჭრა, რომელიც მოქალაქის აზრით ყურადღებასა და გადაჭრას საჭიროებს;

 

2. იდეის შეთავაზება, რომელიც მოქალაქის აზრით კონკრეტულ პრობლემას მოაგვარებს ან სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის/ქვეყნისთვის;

 

3. სხვა მოქალაქეები ჩაერთვებიან განხილვაში და შეძლებენ საკუთარი აზრის გამოთქმასა და საკუთარი გამოსავლის შეთავაზებას;

 

4. შესაძლებელია განთავსდეს ელექტრონული პეტიცია, რაც კონკრეტულ ქმედებას მოითხოვს წვრილმან ან სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გარემოებასთან დაკავშირებით. თუ კი პეტიციას დადგენილი ოდენობის მოქალაქე მოაწერს ხელს (სავალდებულო ოდენობა დამოკიდებულია საკითხის მნიშვნელობასა და მასშტაბზე), სავალდებულო იქნება საკითხის განხილვა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება უნდა დაინერგოს 2013 წელს, ჩვენ ვთვლით, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს პლატფორმის კონცეფციის შემუშავება, დამტკიცება და ტექნიკური იმპლემენტაცია. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით,  რომელიც განხორციელდა EWMI-ის პროგრამის G-PAC-ის დაფინანსებული პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში, წარმოადგენს საკუთარ ხედვას იმისა, თუ რა ფუნქციონალი და მექანიზმები უნდა არსებობდეს მოქალაქეთა მონაწილეობის პლატფორმაზე. ვთვლით, რომ ჩვენი კონცეფციის ინტეგრირება ონლაინ პლატფორმის დანერგვაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ელექტრონული დემოკრატიის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას. ამგვარი პლატფორმის არსებობა მნიშვნელოვანად გაამარტივებს მოქალაქეებსა და მთავრობას შორის კომუნიკაციას და საზოგადოებრივ პრობლემებზე დისკუსიების წარმართვას.

 

/public/upload/pdf/ichange_concept.pdf 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023