ადვოკატირება

25 აპრილი 2024

დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად და ცვლილებების მისაღწევად IDFI-ის ექსპერტები აქტიურად არიან ჩართულნი ინფორმაციის თავისუფლებასთან, მედიისა და ინტერნეტის განვითარებასთან, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული კანონშემოქმედებით პროცესში. ინსტიტუტის ექსპერტები საკუთარ მოსაზრებებსა და საკანონმდებლო წინადადებებს სთავაზობენ ხელისუფლებასა და ფართო საზოგადოებას. ორგანიზაციისთვის საკუთარი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების ადვოკატირების ძირითადი სტრატეგიებია:

  • მოლაპარაკებები, კონსულტაციები და შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მედიის, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან;
  • კონფერენციებისა და პრეზენტაციების გამართვა;
  • განცხადებების გავრცელება და საკუთარი პოზიციების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის;
  • ქსელური კოალიციების ჩამოყალიბება;
  • რეკომენდაციების შემუშავება და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისთვის მიწოდება;
  • კანონპროექტების ინიცირება;
  • საინფორმაციო კამპანიების წარმოება და მხარდამჭერების მოპოვება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადვოკატირების კამპანიის წარმატება დამოკიდებულია, ერთი მხრივ,  სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობის ეფექტურ და სწორ სტრატეგიაზე, მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ პროცესში სამოქალაქო სექტორისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის წამოწყებული კამპანიის წარმატების შანსებს.

28 აპრილი 2020 image

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების სტატისტიკა

2020 წლის 24 აპრილს, IDFI-მ გამოაქვეყნა სტატია - „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება“. სტატიაში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა სოციალური დაცვისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობები არ არის საკმარისი მინიმალური ყოველდღიური ფინანსური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

25 იანვარი 2016 image

IDFI-ის ადვოკატირების აქტივობები 2016 წელს

IDFI-ის ექსპერტები აქტიურად არიან ჩართულნი ინფორმაციის თავისუფლებასთან, მედიისა და ინტერნეტის განვითარებასთან, პერსონალური მონაცემების დაცვასთან, საჯარო პოლიტიკასთან, ასევე ელექტრონულ რესურსებთან, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

5 იანვარი 2015 image

IDFI-ის ადვოკატირების აქტივობები 2015 წელს

IDFI-ის ექსპერტები აქტიურად არიან ჩართულნი ინფორმაციის თავისუფლებასთან, მედიისა და ინტერნეტის განვითარებასთან, პერსონალური მონაცემების დაცვასთან, საჯარო პოლიტიკასთან, ასევე ელექტრონულ რესურსებთან, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობაში. 

28 აპრილი 2014 image

IDFI-ის ადვოკატირების აქტივობები 2014 წელს

დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად და ცვლილებების მისაღწევად IDFI-ის ექსპერტები აქტიურად არიან ჩართულნი ინფორმაციის თავისუფლებასთან, მედიისა და ინტერნეტის განვითარებასთან, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული კანონშემოქმედებით პროცესში

28 აპრილი 2014 image

IDFI-ის ადვოკატირების აქტივობები 2013 წელს

2013 წელს კვლევითი საქმიანობის გაფართოებასთან ერთად, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქტიურად ცდილობდა ჩატარებული მონიტორინგისა და კვლევების შედეგების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირებას და ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე წარდგენას

28 აპრილი 2014 image

IDFI-ის ადვოკატირების აქტივობები 2012 წელს

2012 წლის განმავლობაში IDFI-მ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) გააფართოვა თავისი საქმიანობები და მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა ელექტრონული რესურსების მონიტორინგი, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

28 აპრილი 2014 image

IDFI-ის ადვოკატირების აქტივობები 2011 წელს

2011 წლის განმავლობაში IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის) ადვოკატირების საქმიანობა დაკავშირებული იყო ინფორმაციის თავისუფლების და ხელმისაწვდომობის საკითხებთან.

28 აპრილი 2014 image

IDFI-ის ადვოკატირების აქტივობები 2010 წელს

2010 წლის IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ადვოკატირების საქმიანობები დაკავშირებული იყო ინფორმაციის თავისუფლებასთან, მედიისა და ინტერნეტის განვითარებასთან, ასევე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ელექტრონული მთავრობის მნიშვნელობასთან;