ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის - თბილისის პარლამენტის შენობის ადაპტირების გეგმა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 30 ნოემბერი 2017

პროექტის საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში [რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანამშრომლობით], გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ გამართა ღონისძიება სახელწოდებით: ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველას.

 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა წარმოადგინა პარლამენტის შენობის (თბილისი) ადაპტირების გეგმა, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საპარლამენტო შენობის, ისევე, როგორც საპარლამენტო სერვისების ადაპტირება რათა მოხდეს მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა.

 

გეგმა მომზადდა პარლამენტის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი“-სთან ერთად, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აქტიური მხარდაჭერით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საპარლამენტო შენობის, ისევე, როგორც საპარლამენტო სერვისების ადაპტირება, საქართველოს პარლამენტის მიერ ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით ნაკისრ ვალდებულებას (ვალდებულება 1.5) წარმოადგენს.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, საერთაშორისო და დიპლომატიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ადგილობრივი ასოციაციები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები [რომლებიც აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობენ].


„მოხარული ვარ, რომ პარლამენტი გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მზაობას მასზედ, რომ გავაძლიეროთ და დავნერგოთ მოქალაქეებზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დაფუძნებული საჯარო მმრთველობა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებულ ნორმას, რომლითაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობები შექმნას. პარლამენტს სურს, რომ მოქალაქეებისათვის შეთავაზებული მომსახურება და ასევე ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე იყოს მორგებული და აღნიშნულით ხელი შეუწყოს თანასწორ ჩართულობას და მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში. ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტის შენობა სრულად განახლდება და ხელმისაწვდომი გახდება მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ჩვენი გეგმა, რომელიც უკავშირდება თბილისის შენობის ადაპტირებას. აღნიშნული საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებას წარმოადგენს. ამ პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი“-ს.“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 

„მსურს მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს იმისათვის, რომ მან უშუალოდ განიხილა ასეთი დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხი. ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო ირინა ფრუიძეს, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს, რომელიც გვეხმარეობდა გეგმის შემუშავებაში და ასევე „მარიანი“-ს, რომელიც გეგმის შემუშავებაში ძირითად პარტნიორს წარმოადგენდა. რათქმაუნდა, მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ პროცესის წარმართვა.“ - განაცხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, შომბი შარპმა.


ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, დოროტა დლოუხი-სულიგამ  აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობა ადასტურებს ქვეყნის მზადყოფნას მასზედ, რომ დაიცვას ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფუძემდებლური პრინციპები და ღირებულებები - „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და უკანასკნელი დროიდან, ასევე თბილისის მერია აქტიურად უწყობენ ხელს გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის დანერგვას. ამ მცდელობების აღიარებას საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ არჩევა წარმოადგენს.“

 

ღოსნიძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა - „ეს ღონისძიება უშუალოდ ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის პარლამენტის მიერ გაწეული მომსახურების ადაპტირებას. აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს, რადგანაც გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში, ეს თემატიკა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული და ამ საკითხთან დაკავშირებით ღონისძიებები არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც იმართება.“

 

ღონისძიების მსვლელობისას საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართვლობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ, დამსწრე საზოგადოებას საბჭოს საქმიანობასთან და მიღწევებთან შესახებ ესაუბრა პრეზენტაცია წარუდგინა. 

 

მარიამ მიქიაშვილმა, ორგანიზაცია „მარიანის“ წარმომადგენელმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და რატი იონათამიშვილმა, სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის ადაპტირებული პროექტის პრეზენტაცია გამართეს. გეგმაში აღწერილია პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირებისათვის აუცილებელი ნაბიჯები, მათ შორის, პანდუსებისა და ამწე-პლატფორმების დამონტაჟება, ტაქტილური ბილიკებისა და რუკების, ხმოვანი სანავიგაციო სისტემების შემოღება. დაგეგმილი ცვლილებები შეეხება პარლამენტის შენობის ყველა საკვანძო სივრცეს - შესასვლელებს, კიბეებს, სხდომათა დარბაზებს, ბრიფინგების ოთახებს, სანიტარულ-ჰიგიენურ კვანძებსა და კაფეტერიებს.

 

ღონისძიების ვიდეო ჩანაწერის ნახვა ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ

 

 

/public/upload/IDFI_2019/ogp/Plan_on_PwD_Accessibility_GEO.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023